"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ფილ ნევილი გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. "სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა დასრულდა, ახლა სხვა დროა და გუნდს ნამდვილი გამოცდა სჭირდება. ახლა ვან გაალის ეპოქა დგას. მუდმივი ცვალებადობა სიტუაციიდან გამოსავალი არ არის", – განაცხადა ნევილმა.
გულშემატკივარი ხშირად აკრიტიკებს მწვრთნელს სათამაშო სტილის გამო, "ნორვიჩთან" მარცხის შემდეგ კი "იუნაიტედმა" 1998 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ზედიზედ ექვსი მატჩის მოგება. "იადონების" წინააღმდეგ "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში.
ფილ ნევილი კი თვლის, რომ ვან გაალის შედეგების შეფასება მხოლოდ სეზონის ბოლოს უნდა მოხდეს.
"იუნაიტედის" ფეხბურთელი 9 წლის განმავლობაში ვიყავი და ყოველთვის ყველაფერი არ იყო იდეალურად.
ახლა, ჩემი აზრით, ყოველ კლუბს ერთი აზრი აქვს – უნდა შეცვალო მწვრთნელი, თუკი 5 ან 6 მატჩის განმავლობაში ვერ იმარჯვებ. ეს გამოსავალი არ არის.
გუნდში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. "იუნაიტედი" პირველ ადგილს მხოლოდ რამდენიმე ქულით ჩამორჩება და ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ჩანს, თუმცა თამაში, რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
მათ ადამიანის უნდა ირწმუნონ, რადგან ამ ადამიანმა ევროპის ყოველ წამყვან ქვეყანაში მოიგო ტიტული. ის საჭირო იყო იმისთვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაეყვანა და ეს მოახერხა. ახლა დადგა წელიწადი, როცა თასი უნდა მოიგოს.
მას აქვს გამოცდილება, რათა "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილ სიტუაციას გაუმკალვდეს და დროა, ხალხმა მთავარი მწვრთნელის გაძევების მოთხოვნა შეწყვიტოს.
"იუნაიტედმა" გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: შეცვლიან მწვრთნელს ყოველ წელში ან წელიწადნახევარში თუ სტაბილურობას აირჩევენ?"
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.