პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ჭორი გამოდგა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა ორშაბათს ნამდვილად გამართა შეხვედრა კლუბის ლონდონში მდებარე ოფისში, მაგრამ იქ ლუი ვან გაალის მომავალი არ განუხილავს.
სოციალურ ქსელსა და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვუდვორდი ლონდონში ყოფნისას "ჩელსის" ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შეხვდა, რათა "იუნაიტედთან" კონტრაქტზე დაეთანხმებინა.
თუმცა გაირკვა, რომ ვუდვორდის ვიზიტი "წითელი ეშმაკების" კომერციულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და არა ვან გაალთან განშორების განხილვასთან.
მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი სპეციალისტი მარწუხების გარეშე არ არის. ბოლო 15 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, პრემიერ ლიგის ახალწვეულებთან, "ნორვიჩსა" და "ბორნმუთთან" დამარცხდა და ბოლო სამი თამაში წააგო ყველა ტურნირზე.
ამჟამად ჰოლანდიელი მწვრთნელი ფეხბურთელთა ნაწილის ნდობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ არიან მოთამაშეებიც, რომელთაც ვან გაალის მეთოდები არ აკმაყოფილებთ, იმის თქმა, რომ ლუიმაც ისევე დაკარგა გასახდელზე კონტროლი, როგორც დევიდ მოიესმა, არ შეიძლება.
ვან გაალს შესანიშნავად ესმის, რომ ხელმძღვანელობის ნდობა უნდა გაამართლოს. ლუისგან შედეგების დაუყოვნებლად გაუმჯობესებას ელიან და ამას თავადაც უნდა ეცადოს, რადგან ყოველი მომდევნო მატჩი, შესაძლოა, მისი ბედის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
წყარო:
M.E.N.