ჯეიმი კარაგერი და ტიერი ანრი წლის საუკეთესო გუნდს ადგენენ.
ჯეიმი კარაგერმა და ტიერი ანრიმ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდი შეადგინეს.
Sky Sports-ის ექსპერტები შვიდ ფეხბურთელზე თავისუფლად შეთანხმდნენ, მაგრამ დარჩენილი ოთხი პოზიცია საკამათო გამოდგა.
საკამათო გამოდგა მეკარის, ცენტრალური მცველის, ცენტრალური ნახევარმცველისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციები.
კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა ამჯობინა, ანრიმ კი "სტოკის" კიპერი ჯეკ ბუტლანდი. "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" კიდევ ერთი ფეხბურთელი კრის სმოლინგი აირჩია, ანრიმ კი "არსენალის" მცველი ლორან კოშიელნი.
ნახევარდაცვაში კარაგერმა "ევერტონელი" როს ბარკლი ამჯობინა, ტიერ ანრიმ კი "მეთოფე" სანტი კასორლა.
ფრანგმა შემტევ ნახევარმცველად ალექსის სანჩესის დაასახელა, კარაგერს კი ამ პოზიციაზე "ვესტ ჰემის" შემტევი დიმიტრი პაიე ერჩივნა.
სხვადასხვა პოზიციაზე ფეხბურთელა გამწესების შეუთანხმებლობის გამო, ყოფილმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, არჩევანი ხალხისთვის მიენდოთ, რომელთაც შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს:
ხალხის არჩევანი საბოლოოდ ჯეკ ბუტლანდზე (60%), კრის სმოლინგზე (54%), როს ბარკლისა (63%) და ალექსის სანჩესზე (62%) შეჩერდა.
წყარო:
skysports