"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ადგილობრივ საავადმყოფოებში შობაზე ავადმყოფები მოინახულეს.
გუნდი ორ ჯგუფად გაიყო და მანჩესტერის სამეფო საბავშვო ჰოსპიტალებში, "ქრისტისა" და "ფრენსის ჰაუს ჩილდრენ ჰოსპისში" მივიდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის მიერ ჩატარებული ღონისძიება ჩრდილო–დასავლეთში ინგლისელი და არაინგლისელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას ითვალისწინებს.
საავადმყოფოებს "იუნაიტედის" 16 და 18–წლამდე გუნდის წევრები, ისევე როგორც, სავარჯიშო კომპლექსზე მომუშავე პირები, პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ასობით საჩუქრით, მათ შორის, ქუდით, "ტედი დათვით", შარფით, ჩანთებითა და ყუთებით ეწვივნენ.
პაციენტები და ორივე საავადმყოფო მოხარულები იყვნენ "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან შეხვედრით, რომლებმაც ავტოგრაფები გასცეს, ფოტოები გადაიღეს და მძიმე ავადმყოფებს სულიერად გაძლიერებაში დაეხმარნენ.
სურათები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.