თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2013, 21:28
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2944,
კომენტარები: 9
სერ ალექსი Fa თასს უმიზნებს.
სერ ალექსი: არ ვაპირებ ბევრი ცვლილების გაკეთებას
სერ ალექსი Fa თასს უმიზნებს.
სერ ალქეს ფერგიუსონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რამე მოიმოქმედოს Fa თასზე, ბოლოდროინდელი უნაყოფო გამოსვლების შემდეგ. ის ამზადებს გუნდს მესამე რაუნდში „ვესტ ჰემთან“ სათამაშოდ.
ბოლოს იუნაიტედმა წარმატება მოიპოვა მილუოლის წინააღმდეგ 2004 წელს. მას შემდეგ მანჩესტერის ფეხბურთელებს ეს თასი არ მოუგიათ, მათ შორის არიან რიო ფერდინანდი, უიენ რუნი და მაიკლ კერიკი.
სერ ალექსი აცხადებს, რომ მის გუნდს ჰქონდა უამრავი ხარვეზი თასზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მათი გამოსწორება, მათგან კი უმთავრესი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაძაბული სიტუაცია იყო.
წითლები 2005 წელს დამარცხდნენ პენლების სერიაში არსენალის წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ კი დიდიერ დროგბას გოლმა იუნაიტედს თასი ხელიდან გამოსტაცა და ჩელსის პირველი თასი მოაპოვებინა იმ ოთხიდან, რომელიც მათ მოიგეს ბოლო ექვს წელიწადში.
„რიო ჩვენთან 10 წელია თამაშობს და მას არ აქვს მოგებული Fa თასი-ეს გასაკვირია“ განაცხადა სერ ალექსმა „ჩვენ რამე უნდა მოვუხერხოთ ამას“
„ამ ტურნირზე დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება როგორ ფორმაშია გუნდი. იღბალი კი ძალზე დიდ როლს თამაშობს.“
„ჩვენ გავედით ნახევარფინალში სიტის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ძალიან რთული თამაშები შეგვხვდა-ორჯერ გასვლაზე ლივერპულთან, ასევე გასვლაზე სიტისთან და სახლში ლიდსთან, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე.“
„ჩელსი წლების განმავლობაში კარგად გამოდიოდა, თუმცა მათ ძალიან გაუმართლათ, როცა დროგბამ ბოლო წუთებზე გოლი გაგვიტანა. ასევე ჩვენ პენლების სერიაში წავაგეთ არსენალთან, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ შეუსაბამო შედეგი იყო.“
„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენნაირი კლუბები, რაც უფრო უახლოვდებიან უემბლის, მით უფრო უკეთესები ხდებიან.“

სემ ალარდისის „ვესტ ჰემი“ აპირებს გააგრძელოს თასზე ასპარეზობა, თუმცა სერ ალექსის თქმით ისინი მათ წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით გამოვლენ, რათა შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვონ.
„ეს ძალიან რთული თამაში იქნება, ისინი კარგ ფორმაში არიან, ამასთანავე სახლში თამაშობენ“ აგრძელებს წითლების მწვრთნელი „სემმა მშვენიერი სამსახური გასწია მათთვის. პირველ რიგში მათ აქამდე მოაღწიეს, ასევე ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და რამდენიმე ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს.“
„ასე რომ ეს იქნება რთული თამაში და არ ვაპირებ ბევრი ცვლილების გაკეთებას. ვფიქრობ ჩვენ მეტნაკლებად კარგ თამაშს ვაჩვენებთ და იმედია მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას.“


წყარო: www.manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
4 იანვარი 2013 21:28
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბაბუ წელს სერიოზულად აპირებს თასის მოგებას
0
№2
ავტორი: Malboro463
4 იანვარი 2013 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ისე ეს ტასი კაი ხანია არ მოგვიგიეა და წელს ყველაფერს თU მოვიგებთ კაი იქნება
0
№3
ავტორი: reddevil
4 იანვარი 2013 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
კარგია ყველაფერს თუ მიაწვებიან რაც მეტი თასი იქნება სახელი და დიდებაც მეტი გვექნება manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№4
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 22:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველაფერი თუ მოვიგეთ ძალიან მაგარი იქნება love
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
5 იანვარი 2013 02:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ტქვენ იცით
0
№6
ავტორი: ლადო
5 იანვარი 2013 09:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Vodafone,
საღოლ ავტორ)) კარგია))
პროსტა წყარო ისე მიუთითე რომ რო მივაწვეთ ეგრევე იქ გადადიოდეს)
0
№7
ავტორი: love united
5 იანვარი 2013 10:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ უეჭველი დღეს და მერე დალშეც...ბიჭებო რედევილ.რუსს რა ჭირს?..ვერ შევდივარ?..
0
№8
ავტორი: Vodafone
5 იანვარი 2013 11:18
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Lado Ghonghadze,
კი ვაკეთებდი ადრე, მაგრამ აღარ აკეთებს ეხლა არ ვიცი კომპიუტერის ბრალია, თუ სხვა რამის
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
5 იანვარი 2013 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ლიგას და პრემიერ ლიგას მიხედეთ და მანდ არ დაიტანოთ ძალები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top