ტიერი ანრიმ ლუი ვან გაალი "ნორვიჩის" წინააღმდეგ ენტონი მარსიალის არასწორად გამოყენების გამო გააკრიტიკა.
ფრანგმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი მარჯვენა ვინგერის როლში დაიწყო, უეინ რუნიმ კი ცენტრალური თავდამსმხელის პოზიცია დაიკავა.
ანრი ვან გაალს ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო აკრიტიკებს.
"იქ რას აკეთებს? წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს მარსიალი იქ.
ის საჯარიმოში უნდა იდგეს, ერთი-ერთზე გადიოდეს, გოლს იტანდეს და აღნიშნავდეს. ეს შიშია? არის იმიტომ, რომ ხანდახან ტვინგამორეცხილები არიან? უბრალოდ ვერ ვხვდები.
მათ სჭირდებოდათ ბიჭი, რომელიც გოლს გაიტანდა. მათ სჭირდებოდათ ბიჭი, რომელიც ზურგს უკან სწრაფად ირბენდა. მარსიალი მოვიდა და ამას კარგად აკეთებდა. ახლა კი უცებ აღმოაჩინა, რომ სხვაგან დააყენეს, სადაც თითქმის ვერ ეხება ბურთს.
მე რომ ასეთი ფეხბურთელი მყოლოდა, მას 9 ნომრად ვათამაშებდი, დანარჩენები კი მის ირგვლივ იქნებოდნენ", - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.