ტიერი ანრის მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედში" წარმატებით იმუშავებს.
"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტმა მადრიდის "რეალის" ყოფილ მწვრთნელზე განაცხადა, რომ იგი იდეალურად მოერგება "მანჩესტერ იუნაიტედს".
"ამ დროს, "ჩელსიში" პირველად გადასვლისას, თუ გახსოვთ, მათ რობენი და დაფი ჰყავდათ ფლანგებზე, გუდიონსენი სიღრმეში, შემდეგ დიდიე დროგბა მოვიდა და შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ.
გოლებს არ უშვებდნენ, დასვენების საშუალებას არ მოგცემდნენ, მაგრამ წინ შესანიშნავად თამაშობდნენ.
მან ესპანეთის ჩემპიონატი მოუგო "ბარსელონას" - პეპ გვარდიოლას "ბარსელონას". ასე რომ, ჩემი აზრით, "იუნაიტედში" წარმატებული იქნება", - განაცხადა ანრიმ.