თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2015, 00:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4013,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" "ბაიერნს" მიმართავს
"წითელი ეშმაკები" პოლონელის შესაძენად მოქმედებაზე გადადიან.
ესპანური მედია ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 51 მლნ. ფუნტს შესთავაზებს.

გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ რობერტ ლევანდოვსკი უკვე დიდი ხანია იმყოფება "იუნაიტედის" რადარზე და "წითელი ეშმაკები" მის შესაძენად თანხას არ დაიშურებენ.

ლევანდოვსკისთვის ბრძოლას "იუნაიტედს" მადრიდის "რეალი" გაუწევს, რომელიც ასევე ცდილობს თავდასხმის ხაზის გაძლიერებას.

თუმცა მიუნხენური გრანდი არ აპირებს თავისი კლუბის რომელიმე წამყვან ფეხბურთელს განშორდეს, რადგან უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან "ბაიერნს" კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2015 00:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ რატომ უნდა გაუჩნდეს ლევანდოვსკის ბაიერნის დატოვების და მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფ მანჩესტერში გადმოსვლის სურვილი. ასეთ მდგომარეობაში იმას ვგულისხმობ რომ მესამე სეზონია ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდი გახდა და მეტი არაფერი
0
№2
ავტორი: shotkina
24 დეკემბერი 2015 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
General,
გეთანხმები თან იანვარში ხო სისულელეა ზაფხულშიც არამგონია დატოვოს გუნდი
პ.ს ესეთ მანჩესტერში ძნელია უკვე ხალხის მოზიდვა ვგულისხმობ სუპერ ფეხბურთელებს
0
№3
ავტორი: Lev
24 დეკემბერი 2015 02:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ჯერ მთავარი ჭირი მოიშორეთ და მერე იფიქრეთ ტრანსფერებზე! თორე დახარჯავთ ისევ ნახევარ მილიარდს ტრანსფერებში მაგრამ შედეგს ვერ მიიღებთ იმიტომ რომ მწვრთნელი გვყვავს ფალოსოფოსი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: rene harrison_
24 დეკემბერი 2015 09:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
კლუბს უნდა შევთავაზოთ ისეთი წინადადება, რომელზეც ვერ იტყვიან უარს და ეს მარსიალზე მოხდა, მაგრამ ლევაზე და მიულერზე ვინმეს სჯერა აქ რომ ან მიუნხენის დატოვება უნდათ და მანჩესტერში წამოსვლა?

ისინი შემდგარი ფეხბურთელები არიან და მათი სანდოობა არ დგას ეჭვის ქვეშ და ჩვენ ხომ გამოვირჩევით საცდელი ტრსფერებით ბოლო დროს
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 დეკემბერი 2015 09:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სასაცილოა
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 დეკემბერი 2015 09:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დორტმუნდიდან კიდევ შეიძლებოდა ამის გადმოყვანა, მაგრამ ასეთი მიღწევების მქონე კლუბიდან ფეხბურთელს ვერ წაიყვან თუ არ გააგდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: rene harrison_
24 დეკემბერი 2015 09:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
RojoDiablo,
ანდა კიდევ ვეტერანობამ უნდა მოუკაკუნას ორივეს კარზე, რომ ბასტის შემთხვევაში როგორც მოხდა, ისე დაგვთანხმდენენ. ასე 7-8 სეზონში შეიძლება ბრძოლა:დ
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2015 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორ მეზარება ესეთი უაზრო ჭორების წაკითხვა რაა rage
0
№9
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2015 10:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კი კაცო, რა პრობლემაა. გადმოვა აბა რას იზამს, ბაიერნში რას უნდა მიაღწიოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top