თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2015, 14:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2793,
კომენტარები: 6
ვან გაალის სიტუაციას რედნაპი გამოეხმაურა
ჰარი რედნაპი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ღიად საუბრობს.
ვან გაალის სიტუაციას რედნაპი გამოეხმაურა
"ტოტენჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ლუი ვან გაალი ჟოზე მოურინიოთი ან პეპ გვარდიოლათი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" იმპულსი, საიდანღაც წარმოშობილი ნაპერწკალი სჭირდება და ჟოზე მოურინიო ნამდვილად შეძლებს მათ გამოცოცხლებას - მაგრამ რას იტყვით პეპ გვარდიოლაზე?

ლუი ვან გაალთან ერთად "იუნაიტედი" ადგილზე გაიყინა და ვერ უარყოფენ, რომ მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელი ხელმისაწვდომი იქნება.

"იუნაიტედში" რამე უნდა შეიცვალოს, მთელი სეზონის განმავლობაში საშინლად გამოიყურებიან, მოურინიო კი იდეალურად მოერგებოდა მას "ჩელსიდან" გაძევების შემდეგ. სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სამუშაოს, "იუნაიტედის", როგორც კლუბის მასშტაბებს იცნობს და მოთამაშეებს სახეზე ღიმილს დაუბრუნებს.

მაგრამ ბაზარზეა გვარდიოლაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰგონია, ის "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს, გამიკვირდება, თუკი "იუნაიტედი" მის კანდიდატურას არ განიხილავს. გვარდიოლას აგენტის ადგილას ხელებს დავიკაპიწებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ევროპის ორ უმსხვილეს კლუბს შორის არჩევა შემეძლო.

დევიდ მოიესისა და ვან გაალის ზედიზედ ორი დანიშვნის შემდეგ, "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლას ცდილობს, მაგრამ უნდა მიექცეს ყურადღება მას, ვინც მის კვალს მიჰყვება, თუ, რა თქმა უნდა, რამის შეცვლა სურთ",
- წერს რედნაპი თავის გრაფაში.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 დეკემბერი 2015 14:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვცადოთ პეპი რაააა...თუ არადა ჯანდაბას, იყოს ჟოზზე
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2015 14:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლუი ვან გაალთან ერთად "იუნაიტედი" ადგილზე გაიყინა და ვერ უარყოფენ, რომ მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელი ხელმისაწვდომი იქნება.


და ესენი ან ვან გაალს გვიტოვებენ ან გიგზსს. გიგზის მწვრთნელობა რომ არ მინდა ეს იმას ნიშნავს რომ არ მევასება ეგ კაცი და არ გამიხარდებოდა მაგის წარმატება აქ. ესეთ გამოუცდელ კაცს ეს გუნდი როგორ უნდა ჩააბარო. მოურინიო და გუარდიოლა რომ არ იყვნენ თავისუფლები კიდე იფიქრებდა ვინმე მაგრამ რადროს ეგაა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2015 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ორიდან ერთი რო მოვა ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა რომელი მოვა. გვარდიოლა მირჩევნია ჟოზეს, თუმცა არც მოურინიო იქნება ცუდი ვარიანტი რა თქმა უნდა. მთავარია გუნდს წარმატება დაუბრუნოს და გვარდიოლა იქნება თუ მოურინიო ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა არ ექნება.
0
№4
ავტორი: dachi_mu
23 დეკემბერი 2015 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ევრო სპორტი აცხადებს რო ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიაო ჟოზესო.. აგენტი ამბობს... ანუ ჯერო მიაქციეთ ყურადგება :) რაღაცაზე ვერ თანხმდებიან ჯერ ჯერობით ალბათ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2015 21:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იდეალურად რამდენად მოერგება ჟოზე კლუბს არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვარიანტს არც განიხილავენ. დღევანდელმა პრესკოფერენციამ დაადასტურა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
25 დეკემბერი 2015 03:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დროის გაჩერება ჯერ მარტო იმიტომ უნდა ინატრო, რომ ფერგი გვეყოლებოდა გუნდში სულ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top