"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შეუსაბამო მწვრთნელია.
"იდეალურია თუ არა ჟოზე "იუნაიტედისთვის"? მე ვიტყოდი, არა. ამას ვამტკიცებ იმის საფუძველზე, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოადგენდა ბოლო 50-60 წლის განმავლობაში.
თასის მოპოვება? ჟოზე ამას შესანიშნავად შეესაბამება. ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა? არა. სანახაობრივი, უმოწყალო ფეხბურთის თამაში, ყოველ მატჩში გამარჯვებისკენ სწრაფვა? არც ამ კრიტერიუმს შეესაბამება.
თუ მის მოწვევას გადაწყვეტენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობისა და ზოგიერთი გულშემატკივრის შიში გამოჩნდება იმ მხრივ, რომ სხვა გუნდები გაასწრებენ. გარდა ამისა, მათ ახსენდებათ, რომ "სიტის" ჩაბარება პეპ გვარდიოლას შეუძლია, ამიტომ იფიქრებენ: "ჩამოვრჩებით".
მოურინიოს მოწვევით უღალატებენ რამდენიმე პრინციპს, რომლის წყალობითაც კლუბი გახდა ის, რაც არის და აჩვენებენ თასებისათვის ბრძოლის სასოწარკვეთილ სურვილს", - განაცხადა კარაგერმა Skysports-ის ეთერში.