"იუნაიტედი" ფერგიუსონს დახმარებისთვის მიმართავს.
სერ ალექს ფერგიუსონი ლუი ვან გაალის მომავალს გადაწყვეტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" საგანგებო შეხვედრა გამართეს.
კლუბის ოფიციალური პირები დიდი არჩევანის წინაშე დგანან, რადგან ვან გაალის შეცვლის კანდიდატ ჟოზე მოურინიოს გადაბირებას მისი ყოფილი კლუბი, მადრიდის "რეალი" ცდილობს.
"იუნაიტედის" მფლობელებმა ჯოელ და ავრაამ გლეიზერებმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვუდვორდსა და კომპანიას მიანდეს, რომლებიც ხელმძღვანელობის ჩაურევლად განსჯიან ლუი ვან გაალის მომავალს.
სერ ალექსი და დევიდ გილი ლუი ვან გაალის მხარდამჭერები არიან, მაგრამ "ბერნაბეუზე" შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "იუნაიტედმა" შესაძლოა, დაკარგოს ჟოზე მოურინიო, ამიტომ გადაწყვეტილების დაჩქარება გახდება საჭირო.
ვან გაალმა, თავის მხრივ განუცხადა კლუბის წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდება, რადგან თავის გაძევებას ფილოსოფიურად უდგება.
ფერგიუსონი ვან გაალის მეგობარი და მოურინიოს გულშემატკივარია, მისი ხმა გადამწყვეტი იქნება, მაგრამ შოტლანდიელს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" არ უნდა იყოს კლუბი, რომელიც მწვრთნელებს ათავისუფლებს.
მწვრთნელის გაძევების უახლესი შემთხვევა დევიდ მოიესის დროს დაფიქსირდა, როცა მან კლუბი კონტრაქტზე გათვალისიწნებულ ვადაზე ადრე დატოვა.
თუმცა საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს დაკარგვა გამოიწვიოს, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში ოჯახთან ერთად იმყოფება, თუმცა სამუშაოს ძალიან მალე დაუბრუნდება.
წყარო:
dailymail