გლეიზერების ჩანაფიქრი განხორციელდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამერიკელ მფლობელებს შეუძლიათ ვან გაალი გაათავისუფლონ, რადგან მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნია.
მოურინიოსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა პორტუგალიელის დარწმუნება მოახერხა.
გადაწყვეტილება ახლა გლეიზერების ოჯახზეა, რომლებმაც ვან გაალის დათხოვნასა და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემიდან ერთ-ერთი ვარიანტი უნდა აირჩიონ.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალს მხარს უჭერდა და პირველი არჩევანი იყოს მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესმა კლუბი დატოვა.
მაგრამ "ნორვიჩთან" განცდილი მარცხი ზედიზედ მესამე გამოდგა კლუბისთვის და ამას ისიც ერთვის, რომ გუნდში პრობლემის გადაჭრის საშუალება არ მოიძებნება.
პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა მინიმუმი იყო, რასაც ხელმძღვანელობა ელოდა, თუმცა ჰოლანდიელი ჯერჯერობით ვერც ერთ დავალებას ვერ ართმევს თავს.
ვან გაალის სხვა მწვრთნელით შეცვლა კიდევ უფრო სავარაუდო გახდა იმის გამო, რომ მოურინიო ამჟამად უმუშევარია და კვლავ სურს პრემიერ ლიგის გუნდის გაწვრთნა.
მოურინიო და ვოდვორდი კი ახლა მხოლოდ ავრამ და ჯოელ გლეიზერების გადაწყვეტილებას ელოდებიან.
წყარო:
thesun