"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა კი Sky Sports-ის ექსპერტმა, გრემ სუნესმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის შემდეგ "იუნაიტედის" მენეჯერის პოსტი რაიან გიგზმა უნდა ჩაიბაროს.
"ვფიქრობ, რომ რაიან გიგზი უნდა გახდეს "იუნაიტედის" შემდეგი მენეჯერი. ძნელია იმის თქმა, რა მოელის გუნდს უახლოეს მომავალში, თუ ისინი გააგრძელებენ ასეთი შედეგების ჩვენებას. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა განიხილავს რაიანის კანდიდატურას. პირადად მე, მწვრთნელის პოსტზე მარტო მას ვხედავ",-ციტირებს გრემ სუნესის სიტყვებს Daily Mail-ი.
"სერ ალექსის მემკვიდრედ დევიდ მოიესი აირჩიეს - ამან არ გაამართლა. მოიყვანეს სამუშაოდ გამოცდილი სპეციალისტი მდიდარი სამუშაო სიით - ამანაც არ მოიტანა თავისი შედეგები. ახლა მიდის საუბრები მოურინიოსა და "იუნაიტედზე", მაგრამ მოხდება თუ არა ეს მართლა? რამდენიმე წლის წინ პორტუგალიელი შეიძლებოდა "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრილიყო, მაგრამ სერ ბობი ჩარლტონი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამის. ცნობილია, რომ სერ ალექსი დიდი თაყვანისმცემელია ჟოზეს ნიჭის, მაგრამ სერ ბობი აგრძელებს ისევ კლუბში ყოფნას".