The Telegraph-ის ექსპერტი სემ უოლასი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვეტილებების მიღებისას სტერეოტიპს უნდა სძლიოს, თუმცა ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ხელმისაწვდომობა წამაქეზებელი ფაქტორი იქნება. "კლუბში გაუგებრობა იქმნება, როცა გეგმა არ ჩანს - ვშიშობ, "იუნაიტედს" გეგმა არ აქვს.
გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ ვან გაალს მისცეს სამი წელი დევიდ მოიესის კატასტროფის შემდეგ. ამას ხედავთ "მანჩესტერ სიტის" გრძელვადიან ხედვაში, რომლის განმავლობაში რამდენიმეჯერ სცადეს გვარდიოლას გადაბირება.
"იუნაიტედის" პრობლემა ის არის, რომ თავს ვერ აღწევს ხედვას: "ვერ ვიქნებით ის, რაც სერ ალექს ფერგიუსონის დროს ვიყავით".
მეორე ალექს ფერგიუსონი არ იარსებებს და თუ მაინც გინდათ მეორე ფერგიუსონის პოვნა, მეოცე საუკუნეში უნდა დაბრუნდეთ. ეს არ მოხდება - ფერგიუსონი დროის პროდუქტი იყო.
სხვა კლუბები ამტკიცებენ, რომ უფრო დახვეწილი გზებიც არსებობს და აკადემია ერთ-ერთი ასეთია. მე კი მხოლოდ იმას ვხედავ, რომ მომავლის გეგმა არ არსებობს.
ვფიქრობ, "იუნაიტედი" ახლა ყველგან დაბრკოლებას ხედავს. მათ გეგმა სჭირდებათ და მასზე დაყრდნობა, ხოლო ის, რაც ახლა აქვთ, არ ამართლებს".