"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მოედანზე მისი სინელისა და აუჩქარებლობის შესახებ პრესაში გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა.
დეკემბერში ბასტიან შვაინშტაიგერი ლუი ვან გაალმაც კი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გერმანელი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც "ბაიერნში" აჩვენებდა.
31 წლის ნახევარმცველი კრიტიკას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ იგივე დონეზე თამაშობს, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა.
"მედიაში გავრცელებულმა კრიტიკამ ჩემზე გავლენა ვერ მოახდინა. ამჟამად იმავე დონეზე ვთამაშობ, როგორსაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჩვენებდი.
"მოხუცი კაცის ფეხბურთი" - მაშინაც ასე ამბობდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს ხმები მიწყდა.
სირბილში ვერასდროს შევედრები უსეინ ბოლტს. აჩქარების მიხედვით არ უნდა განსაჯო, მოედანზე ნელი ხარ თუ ჩქარი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწრაფად აზროვნებ. ამ მხრივ კი ყველაფერი რიგზე მაქვს. თუმცა არც ფიზიკურად ვარ ყველაზე ნელი.
ჩემთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რასაც პირისპირ მეუბნებიან. ყოველი სიტყვა დამატებით წონას იძენს. ეს წელი კარგად გავატარე, თუმცა არც ის გამოდგა იდეალური. მანჩესტერში სრულიად ნორმალურად ვთამაშობ", - განაცხადა გერმანელმა.