ლუი ვან გაალს ორი მატჩი აქვს.
ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში" სამუშაოს გადასარჩენად ორი მატჩი აქვს. "ბოქსინგ დეიზე" "სტოკთან" და ორი დღის შემდეგ "ჩელსისთან" მოგებას შეუძლია ვან გაალი "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დატოვოს.
მომდევნო 24 საათი ვან გაალისთვის ყველაზე კრიტიკული იქნება, რამეთუ კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი კლუბის მფლობელებთან, გლეიზერების ოჯახთან ყოველდღიურად განიხილავს გუნდის თამაშსა და ვან გაალის პოზიციას. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ვან გაალს შესაძლებლობების დასამტკიცებლად ორი მატჩი მიეცემა.
გლეიზერების ოჯახი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი უნდა იყოს, "ნორვიჩ სიტისთან" ბოლო ტურში დამარცხებამ კი ვან გაალის გუნდი მეხუთე ადგილზე გადაიყვანა.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებდა თავისი ნებით, თუ ფეხბურთელები მხარს აღარ დაუჭერდნენ. მწვრთნელს კი მიაჩნია, რომ მოთამაშეებს მისი სჯერათ.
"ჩელსიდან" ჟოზე მოურინიოს გაძევების შემდეგ "იუნაიტედს" კვლავ შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის გადაბირება. თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმა კი აღნიშნა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სამუშაოს და "იუნაიტედი" მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს სერ ბობი ჩარლტონისა და სერ ალექს ფერგიუსონის დამოკიდებულება მოურინიოსადმი. როგორც ვიცით, 2013 წელს პენსიაში სერ ალექსის გასვლის შემდეგ, შოტლანდიელის მემკვიდრეთა პრეტენდენტად მოურინიოც ითვლებოდა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი დევიდ მოიესზე შეჩერდა.
"იუნაიტედის" პოტენციურ მწვრთნელთა სიაში პეპ გვარდიოლაც განიხილება, რომელიც სეზონის ბოლოს წინასწარ დადასტურებული ინფორმაციით, "ბიაერნს" დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტი" ფავორიტად მოჩანს, ედ ვუდვორდი სეზონის ბოლოს მის ხელმისაწვდომობას შეამოწმებს.
ამ შემთხვევაში კი, კლუბს დროებითი მწვრთნელის რანგში ვან გაალის ასისტენტი, რაიან გიგზი ჩაიბარებს და იგივე როლს შეასრულებს, რასაც შარშან დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ ასრულებდა, სანამ პეპ გვარდიოლას გადაიბირებს "იუნაიტედი".
წყარო:
theguardian