"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ "ნორვიჩთან" წაგებული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, 19 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნორვიჩი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, "წითლებმა" თამაში ანგარიშით 1-2 დათმეს.
ჟურნალისტი: თქვენ ზედიზედ მესამე თამაში დათმეთ და ფანები უკმაყოფილონი არიან "იუნაიტედის" ასპარეზობით
მატა: "იუნაიტედის" გულშემატკივრები ამას არ იმსახურებენ, სამი თამაშის ზედიზედ წაგება რთულია გუნდისთვისაც და მისი გულშემატკივრებისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენ მოგვწონს და არც გულშემატკივარს.
ჟურნალისტი: "როგორ შეაფასებდით დღევანდელ თამაშს?"
მატა: ჩვენ თამაში ცუდად დავიწყეთ, პირველი ორი გოლი ჩვენს კარში გავიდა. ამის შემდეგ, თამაშის შემოტრიალების მცდელობა გვქონდა. მარსიალი მოედანზე ნამდვილად საუკეთესო იყო. მან ბევრი მომენტი შექმნა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არც გუნდისთვის და არც ჩვენთვის.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.