"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ გუნდში მწვრთნელის შეცვლას უცაბედი წარმატება არ მოჰყვება.
გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის პირველი მატჩი წააგეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხდა "ნორვიჩთან", რომელსაც მანამდე "ოცნების თეატრზე" ჩატარებულ სამივე მატჩში 4:0 უგებდა.
ვან გაალის გუნდისთვის ეს მეექვსე წარუმატებელი მატჩი გამოდგა ზედიზედ, რაც მწვრთნელზე ზეწოლას ზრდის.
პრესა აქტიურად უკავშირებს ჟოზე მოურინიოს სახელს ვან გაალის შემცვლელის კანდიდატს, თუმცა თავად ჰოლანდიელი არ ფიქრობ, რომ ამ ნაბიჯს უცაბედი წარმატება მოჰყვება. "ასეთია საფეხბურთო ცხოვრება. ზეწოლას ყოველთვის გრძნობ. არა მგონია, მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივი წარმატება მოჰყვეს - ამაში დარწმუნებული ვარ. შესაძლოა, ეს არცთუ საინტერესო გამოდგეს.
ჩემს სამუშაოს ყოველთვის ვაფასებ, რადგან ეს ჩემი ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ჩემი ფილოსოფია ვითარდება - უკვე აღარ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც 25 წლის წინ ვიყავი.
მუდმივად ვვითარდები და, რა თქმა უნდა, ფილოსოფია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ - ან, შეიძლება, ვიყავი, ახლა ამის თქმა სჯობს - ძალიან წარმატებული მწვრთნელი", - განაცხადა ვან გაალმა.