20-12-2015, 16:56
ნანახია: 3465,
კომენტარები: 9
 
"ნორვიჩის" გულშემატკივარმა ვან გაალს უმღერა
"იადონების" გულშემატკივართა გზავნილი ვან გაალს.
"ნორვიჩ სიტის" გულშემატკივრებმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს შეტყობინება გაუგზავნეს.
"იადონების" ქომაგებმა ჰოლანდიელს ტრიბუნებიდან მიმართეს: "ჟოზე მოურინიო, ის შენს სამუშაოს იღებს".
სიმღერა კამერონ ჯერომის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ გაისმა.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" ბურთს სათამაშო დროის 69%-ს განმავლობაში ფლობდნენ, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი "ნორვიჩი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა. 
მატჩის საბოლოო ანგარიში ენტონი მარსილმა დააფიქსირა.
წყარო: 
M.E.N.
  
  
    
  
  
    
  
      
  
      
  
      
  
      
  
  
  
       
    
          
 
  
 
    
    
  
   
	ინფორმაცია
	ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.