"მანჩესტერ იუნაიტედის" იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა ამბობს, რომ ის ითვალისწინებს სერ ალექს ფერგიუსონის მითითებებს.ფერგიუსონი თვლის, რომ კაგავას სჭირდება ცოტათი ფიზიკურად გაუმჯობესება.შინჯი ჯერ-ჯერობით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მას უკვე პრემიერ ლიგაში 2 გოლი აქვს გატანილი.სერ ალექს ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა შინჯის ადაპტაციის შესახებ.
"ადაპტაციის პერიოდი ყველა ფეხბურთელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეეჩვიო ინგისურ ფეხბურთს ეს ძალიან ძნელია, მაგრამ შინჯი კაგავამ ეს მოკლე პერიოდში მოახერხა." - დაასრულა ფერგიუსონმა.
თუმცა ფერგიუსონი არ უარყოფს , რომ შინჯის სჭირდება ფიზიკურად გაუმჯობესება. ამის შესახებ კაგავამაც ისაუბრა "Sky Sport" -თან მიცემულ ინტერვიუში.
"ბოსმა მითხრა, რომ იმ პოზიციაზე თამაში სადაც მე ვთამაშობ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიძლიერე და სწორედ ახლა მე ვცდილობ ჩემი თავი დავხვეწო ამ კომპონენტში." - დაასრულა შინჯი კაგავამ.
წყარო : MANUTD.RU
სტატიები, ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.