ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ცუდი პერიოდი აქვს.
პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩის შემდეგ "წითელი ეშმაკები" კვლავ დამარცხებულები გავიდნენ მოედნიდან. ამჯერად "იუნაიტედს" "ნორვიჩმა" სძლია.
"საკმარისად კარგები ვერ ვიყავით იმისთვის, რომ მოგვეგო. ეს ფაქტია. დავმარცხდით. გულშემატკივარი ელოდა, რომ გავიმარჯვებდით და ჩვენც ამას ველოდით. წელს სახლში არასდროს წაგვიგია, ახლა კი ცუდ პერიოდში ვართ, რაც ჩემს ფეხბურთელებში თავდაჯერებულობის ნაკლებობას აჩენს. ერთად უნდა დავდგეთ და ამ ცუდ პერიოდს თავი დავაღწიოთ, მაგრამ იცით, რომ ადვილი არ არის.
უნდა ვთქვა, რომ გულშემატკივართა აზრი მომწონს. როცა 2-0 ვაგებდით, ისინი მხარს გვიჭერდნენ და გუნდს გვერდში ედგნენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამით მოხარული ვარ. რა თქმა უნდა, იმედი გაგვიცრუვდა და ამ მარცხის შემდეგ ყვირილის პირამდე მივედით, მაგრამ მხოლოდ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ეს მატჩი ვერ მოვიგეთ.
ორი კარგი შანსი გვქონდა მარსიალის გოლის შემდეგ. ეშლი იანგის ფანტასტიკური ჩაწოდება, რომელიც უნდა გაგვეტანა და ასევე კრის სმოლინგის შანსი. მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ვერ ვასრულებდით და ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ.
ამ ცუდი ფორმის გარდაქმნა შესაძლებელია, რადგან წინ ბევრი მატჩი გვაქვს, მაგრამ ადვილი არ იქნება. ჩვენი პროფესიონალური მიდგომა უნდა ვაჩვენოთ და ამ რთულ პერიოდს თავი დავაღწიოთ".