"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამხმელი 2015 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბიჭის ჯილდო მოიგო.
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის მიერ 2003 წელს დაარსებული ჯილდო 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გადაეცემათ და ხმას 30 წამყვანი გაზეთის ჟურნალისტი აძლევს.
საფრანგეთის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა მიუნხენის "ბაიერნის" შემტევ კინგსლი კომანსა და "არსენალის" მცველ ჰექტორ ბელერინს აჯობა. მისი თანაგუნდელები ლუკ შოუ და ადნან იანუზაიც იყვნენ ნომინანტთა სიაში.
მარსიალი უეინ რუნისა და ანდერსონის შემდეგ "იუნაიტედის" მესამე ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული პრიზი მოიგო - სხვა არცერთ კლუბს ჰყავს ერთზე მეტი გამარჯვებული.