თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2015, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3556,
კომენტარები: 13
ფერდინანდი: "იუნაიტედს" ერთი შანსი აქვს"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველის მოსაზრება პეპ გვარდიოლას შესახებ.
ფერდინანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ "იუნაიტედმა" პეპ გვარდიოლას გადაბირება მაშინვე უნდა სცადოს, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება.

ესპანელს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისი მომავლის შესახებ კომენტარს "ჰანოვერის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის შემდეგ გააკეთებს.

"ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისაც" უკავშირებენ გვარდიოლას, მაგრამ ფერდინანდს არ სურს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემა ის არის, რომ თუ გვარდიოლა პრემიერ ლიგის გუნდში იმუშავებს, ამის შემდეგ სხვა გუნდში აღარ გადავა.

ეს არის ერთადერთი შანსი - მისი გადაბირების ერთი შანსი არსებობს. არ გადავა "იუნაიტედში" "მანჩესტერ სიტის" შემდეგ. არ გადავა "იუნაიტედში" "ჩელსის" შემდეგ.

ეს არ მოხდება, ამიტომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის გადასაბირებლად ერთადერთი შანსი არსებობს. არის გვარდიოლა უკეთესი, ვიდრე მათი ამჟამინდელი მწვრთნელი? ეს უნდა იკითხონ "იუნაიტედმა" და "სიტიმ". თუკი პასუხია "დიახ", მაშინ ასეც მოიქცევი.

დაახლოებით იგივეა, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების შემთხვევა - თუკი კრიშტიანუ რონალდუს ან ლიონელ მესის მსგავსი ფეხბურთელი ხელმისაწვდომი გახდება, ყველა დაინტერესდება. არა მგონია, დიდებული მწვრთნელის შემთხვევაში სხვა ვითარება იყოს.

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ნამდვილად გვარდიოლაა და როცა ის ხელმისაწვდომია, ხალხი დაინტერესდება, ვფიქრობ, არც "იუნაიტედი" იქნება გამონაკლისი.

პლანეტის ყველა მწვრთნელს, გარდა "მანჩესტერ სიტიში" მომუშავისა, მოეწონება "იუნაიტედში" მუშაობა.

უდიდესი სამსახურია. განსაკუთრებით ახლა, ეს არის სამუშაო, სადაც მისვლისა და წარმატების შემთხვევაში გმირი იქნები - ვიღაც, ვინც ყველაფერი გარდაქმნა.

გასაოცარი სამუშაოა. ეს არის სამუშაო, სადაც რაღაცას შექმნი. სწორედ ეს უნდა გააკეთოს გვარდიოლამ, მაგრამ არჩევანი აქვს.

ხალხი საუბრობს "სიტის", "ჩელსისა" და "არსენალის" შესახებ. ადვილი არ იქნება",
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2015 09:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არაოფიციალური ინფორმაციით, პეპმა უკვე მიიღო სიტიში გადასვლის გადაწყვეტილება და თუ ეს ასეა, ჩვენი მდგომარეობა უფრო მძიმდება. დღეს კი ყველაფერი გაირკვევა საბოლოოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2015 09:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინ მეც წავიკითხე და თან ისეთმა გამოცებემა დაწერეს, რომ ძალიან მინდა დავიჯერო მათი არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სიტიში" გადადის, მაგრამ ესე თუ გააგრძელეს გლეიზერებმა არაფერი გამიკვირდება.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2015 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია გვარდიოლას სიტიში უნდოდეს მუშაობა და დიდი იმედი მაქვს გუშინ რაც დაიწერა ჭორებია, თუმცა თუ ეს სიმართლეა მაშინ გამოდის, რომ ბაიერნში ანჩელოტი მივა, შესაბამისად გვრჩება ერთადერთი ვარიანტი და ყველამ ვიცით, რომ ეს ერთადერთი ვარიანტი მოურინიოა.
რავიცი სხვა ვინ შეიძლება მოვიდეს წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მოსვლით შეიძლება ბევრი მოვიდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდში სიტუაცია დაალაგაოს და მანჩესტერი მანჩესტერს დაამსგავსოს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2015 09:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
პირველ რიგში, ჩვენი მანჩესტერი გუნდს უნდა დაემსგავსოს. საერთოდ არ გვეტყობა, რომ საფეხბურთი გუნდი ვართ. ერთი საერთო საქმე იმდენია ხანია არ გაუკეთებიათ ამ ფეხბურთელებს, კომბინაციაც რომ ავიღოთ თუნდაც, იმდენი ხანია არ გაგვითამაშებია, რომ დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა გაკეთდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2015 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
კიი გეთანხმები დუმბო აფსოლიტურად ყველაფერში. საშუალო დონის გუნდსაც კი ვერ დავარქმევთ დღევანდელს მანჩესტერს ისეთ რაღაცეებს აკეთებენ. მთელი თამაშის განმავლობაში, რომ მხოლოდ ორჯერ დაარტყავ კარებში თანაც ოლდტრაფორდზე, მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2015 10:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ეგ უკვე აღარ მიკვირს. კარში დარტყმები, საგოლე მომენტები, ჩაწოდებები, უკან პასები, დე ხეასთვის ბურთის მიგორება - ყველაფერს მივეჩვიე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2015 10:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
მე პეს-ში უფრო ლამაზ და კომბინაციურ თამაშებს ვთამაშობ ვიდრე მანჩესტერი wink
0
№8
ავტორი: bastian777
20 დეკემბერი 2015 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ბლინდი, მატა, ფელაინი, როხო, იანგი, ჯონსი, შნეიდერლინი, აი ესენი თუ არ გამოცვალეს აზრი არააქვს პეპი მოვა თუ სხვა ვინმე, იგივე ფეხბურთს ითამაშებენ და შედეგიც არ იქნება.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2015 11:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მეც მაგას ვამბობ. მე და შენ ხომ არ მივიდეთ გუნდში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 დეკემბერი 2015 11:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფული ჯოჯოხეთს ანათებს ⚽ სიტიში გადავა პეპი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top