ალექს ნილს სურს, რომ "ნორვიჩ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას.
"იადონებს" ზედიზედ ოთხ მატჩში არ მოუპოვებიათ გამარჯვება და უპირისპირდებიან "იუნაიტედს", რომელიც ლიგის თასზე პენალტების სერიაში "მიდლსბროსთან" მატჩის გარდა, "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ არ დამარცხებულა.
ლუი ვან გაალის გუნდი ბოლო კვირებში ტრავმიანობამ შეიპყრო და ყველა ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას, ნილი კი თავის შეგირდებს თავდაჯერებულობისკენ მოუწოდებს.
"რთული იქნება. სახლში მთელი სეზონის განმავლობაში არ დამარცხებულან, ამიტომ რთული მატჩი იქნება.
მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ტრავმებიც ბევრი აქვთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ.
დიდი გუნდების წინააღმდეგ გასვლაზე კარგად ვთამაშობთ და არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი.
თუ ჩვენ ისევე ვითამაშებთ და გამოვავლენთ ისეთ მონდომებას, როგორიც "ევერტონის" წინააღმდეგ ვაჩვენეთ, კარგ შანსს მივიღებთ", - განაცხადა "ნორვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა.