თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2015, 11:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3757,
კომენტარები: 14
მოურინიოს ვან გაალის შეცვლა სურს
ჟოზე მოურინიოს ვან გაალის ჩანაცვლება სურს.
მოურინიოს ვან გაალის შეცვლა სურს
ESPN ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს.

პორტუგალიელი მწვრთნელი "ჩელსის" ხელმძღვანელობამ "ლესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლა, სპეციალისტის წარმომადგენლებმა კი "წითელ ეშმაკებს" უკვე მიმართეს.

"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან გარდა შედეგებისა, მისი კლუბის სათამაშო სტილიც იღებს კრიტიკას.

ვან გაალის მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა "იუნაიტედი" უკვე დაუკავშირდა პეპ გვარდიოლას, რომელიც მიუნხენის "ბაიერნთან" შეთანხმების გახანგრძლივებას არ აპირებს.

როგორც მოსალოდნელია, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს, მოურინიოს კი შეუძლია ინგლისშიც გაწვრთნას "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის კონკურენტი გუნდი.

მოურინიომ უკვე მიიღო მომდევნო წლის მოთხოვნილებების სია, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კი, რომელიც "იუნაიტედს" ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს გადაბირებაში დაეხმარა, თავისი კლიენტისთვის ვარიანტების ძიებას აგრძელებს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lee Sharpe
20 დეკემბერი 2015 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
დაე პირიქით მოხდეს, ნეტა ამან სიტი ჩაიბაროს და გვარდიოლამ იუნაიტედი. იგივეს დამართებს პეპი მოუს რაც ესპანეთში. სიტი რა ცენზურაი კლუბია ღორები იმენა პელეგრინის გაუხანგრძლივეს ტიპებმა და გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს წელს ეპლსთვის იბრძვიან და ლიგაზე დინამო კიევსაც გაცდებიან დიდი ალბათობით, მერე მეტზე ფიქრიც შეეძლებათ. არანაირი საჭიროება არ ააქვთ მწვრთნელის შეცვლის მარა დედა****ი შურიანები არიან
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2015 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზოგადად მოურინიოს მანჩესტერის და ფერგის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს მგონი ეს ყველამ იცის. დარწმუნებული ვარ რევანში სწყურია და შესაძლებელი, რომ იყოს დღესვე ჩაიბარებდა გუნდს. ერთი რამე რითაც შეიძლება მოურინიო სხვებს ვარჩიოთ ეს არის მოტივი, მოტივი იმისა რომ ყველას დაუმტკიცოს რა შეუძლია ( თუმცა ყველამ იცის მას რა შეუძლია, მაგრამ მაინც ესეთი გამოპანღურება ჩელსიდან რა თქმა უნდა შეურაწმყოფელია)
0
№3
ავტორი: Count Alucard
20 დეკემბერი 2015 12:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვახო ( G G M U),
ეგ ძალით გააკეთეს, ან თვითონ ქნა ან ფეხბურთელებმა გაუკეთეს.

მე დიდად მოუს ფანი არ ვარ და გვარდიოლა მირჩევნია, მაგრამ ვან გაალს ორივე ჯობია და რომელიც არ უნდა მოვიდეს უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია.
0
№4
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2015 13:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ახალი წლიდან დააყენებენ ალბათ სათავეში კი არა და მე მასე მსურს, თორემ ისევ არ მგონი არ გაუშებენ სეზონის ბოლომდე ღაბოსნას
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 დეკემბერი 2015 13:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გვარდიოლაა ყველაზე კაი ვარიანტი მაგრამ ეგ იუნაიტწდში არ მოვა, აი ჟოზე კი დიდი სიამოვნებით წამოვა.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2015 13:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არადა, ხომ ვიცი არა, მოვა ეს, დააყენებს ავტობუსებს, შედეგი გვექნება, თამაში არა, მერე თამაშსაც მოვთხოვთ და ვიტყვით, რომ იუნაიტედს არ ეკადრება ეს და ის. ყოველთვის შეფარდებით ვუდგებით ამ საკითხს და ესეც გვღუპავს გულშემატკივრებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Giggsy
20 დეკემბერი 2015 14:03
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
მაგალითად მოუს ფანი არ ვარ და დიდად არ მომწონს შედეგზე თამაში მაგრამ ამას მაინც აღარ ემჯობინება? ეს პიტალო არც შედეგზე და არც თამაშზეა ორიენტირებული ვერ გავიგე რას ათამაშებს ფლანგებს ბურთი წინ ააქვთ მაგრამ შემდეგ ისევ მოედნის ცენტრში მცველებს რჩებათ ბურთი ეს არც სანახაობაა და არც შედეგზე თამაში გვარდილა არ მოვა ჩვენთან იმიტო რო ეგ სულ ძლიერ და აშენებულ გუნდებს იბარებს მეტიც რომ მოვიდეს რა? აგვრევს დაგვრევს ტიკიტაკას გვათამაშებს და ესეთი დაქცეული გუნდით ვერაფერს მოიგებს თავისი ტიკიტაკიტ ანჩელოტი მინდა ფერგის მერე საუკეთესოა და ყველამ ვიცით მისი მიღწევები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№8
ავტორი: toko-toko
20 დეკემბერი 2015 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ჯოზე ერთ წელზე მეტი არცერთ გუნდში არ უნდა იყოს.
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
20 დეკემბერი 2015 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ემჯობინებაზე არაა გუნდმა უნდა ამოისუნთქოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიკრას კაი სასტავი და ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი. მაურინიო არაა შესაფერისი კანდიდატი. გვარდიოლა ან ანჩელოტი, მირჩა ლუჩესკუზე ფიქრიც შეიძლება აღარ ახანგრძლივებს შახტართან
0
№10
ავტორი: Red Hooligan
20 დეკემბერი 2015 14:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მოურინიოს მოსვლა დიდი ალბათობით შედეგს მოიტანს მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთის დავიწყება მოგვიწევს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top