დღევანდელი შეხვედრის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნორვიჩ სიტი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-17 ტური
თარიღი: შაბათი, 19 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: როხო, ლინგარდი, დარმიანი, ვალენსია, შოუ.
დისკვალიფიკაცია: შვაინშტაიგერი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი
განაცხადი: De Gea, Romero, Varela, Borthwick-Jackson, Smalling, Jones, Blind, McNair, Schneiderlin, Carrick, Herrera, Fellaini, Depay, Powell, Mata, Young, Pereira, Martial, Rooney.
"ნორვიჩთან" მატჩში შესაძლოა, გუნდს ანდერ ერერა, უეინ რუნი და კრის სმოლინგი დაუბრუნდნენ. საეჭვოა ეშლი იანგის თამაში. ბასტიან შვაინშტაიგერი დისკვალიფიკაციას იხდის. ლინგარდმა და დარმიანმა კი ლაზარეთი შეავსეს.
"ნორვიჩი"
ტრავმირებულები: უისდომი, ჯერვისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rudd, Olsson, Martin, Bassong, Whittaker, Tettey, O'Neil, Brady, Redmond, Hoolahan, Mbokani, Ruddy, Bennett, Howson, Jerome, Grabban, Mulumbu, Dorrans
"ნორვიჩი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულიდან" იჯარის წესით აყვანილი ანდრე უისდომის გარეშე მიემგზავრება. მეკარე ჯონ რადი გუნდს დაუბრუნდება, თუმცა კლუბი მეკარისა და ღამის ტაქსისტის მონაწილეობით მომხდარ სკანდალს იძიებს, ამიტომ "იადონების" კარს კვლავ დეკლან რადი დაიკავებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 29 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-მ-მ-ფ-ფ-წ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარში.
"წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგის ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან ექვსში გოლი არ გაუშვიათ.
"ოლდ ტრაფორდი" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 გოლის მომსწრე გახდა - ეს ჩემპიონატის ყველაზე ცუდი შედეგია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე სეზონში სახლში არ წაუგია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 15 შეხვედრიდან, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, 10 მოიგო და 1 წააგო.
"ნორვიჩი"
მე-18 ადგილი, 14 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-წ-ფ-წ-ფ
"იადონებმა" ბოლო შესაძლო 27 ქულიდან მხოლოდ 5 აიღეს - 1 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება.
"ნორვიჩმა" პრემიერ ლიგის ბოლო 19 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა - 1 მოგება, 5 ფრე, 13 წაგება.
მიმდინარე სეზონში "ნორვიჩმა" მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
ალექს ნილის გუნდმა საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გაუშვა - 11.
მხოლოდ "სანდერლენდმა" და "ნიუკასლმა" გაუშვეს უფრო მეტი გოლი, ვიდრე "ნორვიჩმა" - 18.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში).
უეინ რუნი დენის ლოუსთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 237 გოლით მეორე ადგილს იკავებს. მხოლოდ ბობი ჩარლტონს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (249).
თუკი რუნი ითამაშებს, თავის მეხუთასე მატჩს ჩაატარებს "იუნაიტედის" მაისურით.
"ნორვიჩის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში რუნის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემა და 3 გოლია.
ხუან მატამ "ნორვიჩის" წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
"ნორვიჩი"
წამყვანი ბომბარდირები: რედმონდი - 4 გოლი (4 ლიგაში).
უეს ჰულაჰანი "იადონთა" საგოლე კომბინაციებში უფრო ხშირად მონაწილეობდა, ვიდრე "ნორვიჩის" ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი - 2 გოლი, 5 პასი.
თუ მოედანზე რობი ბრედი გავა, ითამაშებს კლუბის წინააღმდეგ, რომელშიც კარიერა დაიწყო.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 65 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 36-ჯერ იმარჯვა, "ნორვიჩმა" 16-ჯერ, 13 მატჩი ფრედ დასრულდა.
პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ 14 შეხვედრაში "ნორვიჩმა" მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 11 მატჩში კი დამარცხდა.
პრემიერ ლიგის ისტორიაში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შვიდი მატჩის მიუხედავად, "იადონებმა" მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს - 1 ფრე, 6 მოგება.
ყველა ტურნირის მასშტაბით "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო სამი შეხვედრა "იუნაიტედმა" "ნორვიჩს" ერთნაირი ანგარიშებით მოუგო - 4:0.
უკანასკნელად "ნორვიჩმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1989 წლის აგვისტოში გაიმარჯვა 0-2, ერთ-ერთი გოლი კი "იუნაიტედს" სერ ალექსის ყოფილმა ასისტენტმა, მაიკ ფელანმა გაუტანა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები, რომელთაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი და ყველა ცოტა "მშრალი" მატჩი აქვთ ჩატარებული - 9 "იუნაიტედს", 1 "ნორვიჩს".
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 33 მოგება, "ნორვიჩი" - 11 მოგება, ფრე - 12.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "ნორვიჩი" - 2 მოგება, ფრე - 1.
"იუნაიტედის" სტადიონზელიგა: "იუნაიტედი" - 19 მოგება, "ნორვიჩი" - 6 მოგება, ფრე - 2.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ნორვიჩი" - 0 მოგება, ფრე - 1.
უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"
"მანჩესტერ იუნაიტედი" 4 - 0 "ვესტ ჰემი"
შაბათი, 26 აპრილი, 2014
სწრებადობა: 75, 208
მსაჯი: ლი პრობერტი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: უეინ რუნი 41' (პ), 48', მატა 63', 73'
მსაჯთა ბრიგადა:
მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი განსაჯა, 47 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: გარი ბესუიკი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: გრემ სკოტი