თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2015, 22:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2983,
კომენტარები: 7
"ჩემი ყველას სჯერა"
ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი, პირველ რიგში, "ჩელსიდან" მოურინიოს გაძევების შესახებ უნდა გკითხოთ. რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, რა უნდა... რა შეიძლება ვთქვა? ჩემთვისაც დიდი სიურპრიზია, ამას არ ველოდი. დიდებული მწვრთნელი სამსახურეობრივი წარსულით, რომელიც არავის აქვს ამ ქვეყნად. მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. და როგორც ჩემს წინა პრესკონფერეციასა თუ ორი კვირის წინ ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შედეგია, მეორე რიგში კი, მოთამაშეების ურთიერთობა სამწვრთნელო შტაბთან. ვერ ვიტყვი, რა მოხდა "ჩელსიში", მაგრამ ძალიან გამიკვირდა. ასე რომ...

გიჟურ სპორტულ სამყაროზე ისაუბრეთ. წელიწადნახევრის წინ ჩემპიონი გახდა. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ არავინ არის?

დიახ, ეს ასეა. მაგრამ ეს ადრეც ვიცოდით. ჟოზემაც იცოდა. მაგრამ ასეთია სამყარო.

თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ ფეხბურთელებთან მიმართებაში? შობის რთული პერიოდის წინ პრობლემები არ გაქვთ?


დიახ, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ამის შესახებ უკვე ბევრჯერ გითხარით. მინახავს სტატიები იმის შესახებ, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის. სიგიჟე - ეს სამყაროა.

ლუი, რამდენად გაქეზებთ ხელმძღვანელოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ თქვენი პოზიციები ურყევია?

დიახ, რა უნდა ვთქვა ამაზე? ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან დირექტორთა საბჭო სრულად მენდობა, ისევე როგორც, ჩემი ფეხბურთელები. ამას ვგრძნობ. აი ასე. მაგრამ შედეგის ჩვენება უნდა შევძლოთ. უნდა გავიმარჯვოთ. ასე რომ... ეს ვიცით. ფეხბურთელები მიცნობენ. ეს ვიცი. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრები მიცნობენ. ამიტომ არ მაქვს ეჭვი: უნდა გავიმარჯვოთ, რადგან, როცა ხშირად მარცხდები, სამყაროს დასასრული მალე დგება და ჩემთვისაც კი.

წინ "ნორვიჩთან" მატჩია, მათ ახლა საქმე ვერ მისდით კარგად. როგორ ზეწოლას ატარებს ეს თამაში?

ყოველი მატჩი ატარებს ზეწოლას, ჩემი აზრით. ყოველ შაბათს განსხვავებულ მიდგომაზე უნდა იმუშაო. ახლა, მაგალითად, სამი-ოთხი ფეხბურთელი გვიბრუნდება. ისინი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. რუნი მთელი კვირა ვარჯიშობდა, მაგალითად. ერერა ასევე მთელი კვირა ვარჯიშობდა. მაგრამ თუ ამ ფეხბურთელებს შეხედავთ - ერერას ოთხი კვირა არ უთამაშია. და სიტუაცია განსხვავებულია. რუნის უფრო ნაკლები ხანია არ უთამაშია - ორი კვირა. ასე რომ... ალბათ, ის ითამაშებს. მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რადგან სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებიც მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. და ჩვეულებრივ, ეს ძალიან დიდი რისკია, მაგრამ ასეთ ვითარებაში, ალბათ, უნდა გარისკო. ასე რომ... ყოველი მატჩი - განსხვავებული განგალებაა. და მხოლოდ მზადება რჩება იგივე. ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით მოწინააღმდეგის დონეზე დამოკიდებულებით იქიდან გამომდინარე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და მატჩის გეგმის შესაბამისად ვვარჯიშობთ. ამას ვხსნით, ფეხბურთელები კი ახორციელებენ, რათა აჩვენონ, რა შეუძლიათ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამაზე "ბორნმუთთან" მატჩის შემდეგ პრესკოფენრენციაზეც ვისაუბრე. შეხვედრისთვის კვლავ პროფესიონალებივით უნდა მოვემზადოთ. იმედი გვაქვს, რომ ვაჩვენებთ შედეგს, რომელსაც ჩვენგან მოელიან.

ლუი, თქვენ ამბობთ, რომ გულშემატკივარს შედეგი და თამაში სჭირდება. ისევ გრძნობთ, რომ გულშემატკივარი მხარს გიჭერთ? ბევრია აღშფოთებული იმის გამო, რაც ხდება გუნდის...

დიახ, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა. როცა მარცხდები, გულშემატკივარი ისევ გაჩვენებს თავის რწმენას. როცა მარცხდები, ასეთ მომენტში უფრო ნაკლებია რწმენა. დირექტორთა საბჭო ხედავს, რა შეგიძლია შენ, მწვრთნელს. მაგრამ გულშემატკივარი ამას ვერ ხედავს. როცა მარცხდები, გულშემატკივართა რწმენა გჭირდება. ეს შეკითხვა გულშემატკივარს ეხება და არა მწვრთნელს.

რას იტყვით კაპიტნის შესახებ? ელემენტები გადატენა, უფრო განახლდა? ძველ რუნის ვიხილავთ, როცა დაბრუნდება?

ჰოო... ვერასდროს მიხვდები. ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში სხვადასხვაგვარადაა ჩემი აზრით. მაგრამ, რა თქმა უნდა, წელს პრემიერ ლიგის, თამაშის სისწრაფის გამო როტაციისთვის არ მიმიმართავს. ამას დაინახვდით. მერე კი ვამბობ დიახ, შემადგენლობის როტაციას უნდა მივმართო იმის გამო, რომ სხვადასხვა გეგმას ვიყენებ თამაშების დროს. ამიტომ მოედანზე სხვა ფეხბურთელები გამომყავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, დაინახავდით, რომ ფეხბურთელები გახალისებით ბრუნდებიან, რადგან ძალიან რთულ მატჩში არ უთამაშიათ. იმედი მაქვს, რუნი ითამაშებს, გაიტანს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება - მეხუთასე მატჩი. ცოტა ფეხბურთელს მიუღწევია ამ ციფრისთვის.

ჯეიმს უილსონის სიტუაციის გარკვევა მინდოდა. "ბრაიტონში" შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ კონტრაქტში არსებობს დაბრუნების ვარიანტი, თუკი გსურთ. ამაზე იფიქრეთ?

მაგრამ "ბრაიტონში" იმიტომ გავუშვით, რომ თამაში, თავისი უნარების ჩვენება სჭირდებოდა. კონტრაქტი მისი უნარების გამო გავუხანგრძლივეთ, მისი გვჯერა. ახლა იქ, უფრო დაბალ დონეზე აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. როცა პრობლემა გვექნება, მის დაბრუნებას შევძლებთ და ამიტომ ჩავრთეთ ეს პუნქტიც. საკითხავია მომენტი, რომელიც შეიძლება დადგეს, ან არ დადგეს.

გახარებთ ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმა, რომლებიც არცთუ საუკეთესო ფორმის პირობებში შეიყვანეთ შემადგენლობაში? ისინი იმდენად ახალგაზრდები...

დიახ, მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც სეზონის დასაწყისში მივიღეთ. ამ სეზონის. ეს სტრატეგაა. "მანჩესტერ იუნაიტედი" არის კლუბი, რომელიც ახალგაზრდებს შანსს აძლევს. როცა შემადგენლობაში 35-40 ფეხბურთელი გყავს, ახალგაზრდებს ვერ მისცემ შანსს, რადგან შენს შემადგენლობას უნდა გაართვა თავი, უფრო ასაკოვნებს მისცე შანსი. ამიტომ გავყიდეთ და იჯარით გავუშვით ბევრი ფეხბურთელი. შემდეგ კი, როცა ტრავმები - ახლა ისინი მრავლად არის და ჩვენ გვჭირდება, ამას ხედავთ... მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ ნახავდით, მაგალითად, ვარელას, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა "ვოლფსბურგთან". ბორტუიკ-ჯექსონს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ორჯერ შესვლაზე შემოსვლისა და "ბორნმუთთან" პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში უფრო ცუდი იყო. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდაა. და ეს ფაქტი უნდა აღიაროთ. რთულ სიტუაციაში ხარ, როცა ძალიან ბევრი ახალგაზრდის გამოყენება გჭირდება. ახლა კი ასეთი ვითარება გვაქვს "მანჩესტერ იუნაიტედში". სიტუაციის გაანალიზება შემიძლია და თუ ამაზე თვალს დავხუჭავ, სტრატეგიას მეტად ვერ გაყვები.

პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
18 დეკემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
სულ ასე თავდაჯერებული როგორაა ეს კაცი :/ ვითომ არაფერიც მომხდარა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 დეკემბერი 2015 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს კაცი მგონი მართლა ფილოსოფოსია და წავიდეს ლექციები იკითხოს ტოო, რას გადაგვეკიდა??? sad
კითხვას ისე არიდებს თავს ვეღარ შეუბრუნებ შეკითხვას და თავის თავში ისეა დარწმუნებული, რომ გეგონება გუშინ ლიგა მოიგოო, არადა ჯგუფში ჩავრჩით areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 დეკემბერი 2015 23:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი ამისი ვის სჯერა მაგრამ მოურინიოს წასვლა, გუარდიოლას მოყვანის შანსი და ანჩელოტის დაბრუნების სურვილი მემგონი ყველაფერზე მეტყველებს

უილსონს კი გააქვს იქ მაგრამ რომ დააბრუნონ და მერე აქ სკამზე დაალპოს არ იქნება კარგი. ჯობია წლის ბოლომდე იქ დარჩეს
0
№4
ავტორი: Malboro463
19 დეკემბერი 2015 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ჩელსიმ ჰიდნიკია თუ რა გვარია ის დანიშნა ჰოლანდიელი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2015 10:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
ჯერ არ დადასტურებულა როგორც ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 დეკემბერი 2015 11:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
გუშინ ვუსმინე, ობოლაძემ თქვა, ოფიციალურად წლის ბოლომდე ჰიდინკიაო
0
№7
ავტორი: lesnar
19 დეკემბერი 2015 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არავისაც არ ჯერა წადი angry
აქედან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top