თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2015, 21:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 5
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალი ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბრობს.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კრის სმოლინგმა, ანდერ ერერამ და უეინ რუნი პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ მთელი კვირის განმავლობაში ივარჯიშეს.

სმოლინგი "ვოლფსბურგთან" მატჩში დაშავდა, უეინ რუნიმ კი ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა. ერერა ბოლო ხუთ მატჩს ტრავმის გამო ვერ ატარებს გუნდის შემადგენლობაში.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ვან გაალმა განაცხადა, რომ მატეო დარმაინი და ჯესი ლინგარდი "ნორვითან" ვერ ითამაშებებ. მარკოს როხო, ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია კი კვლავინდებურად ტრავმირებულები არიან, ბასტიან შვაინშტაიგერს დისკვალიფიკაცია აქვს.

"არც მეტი არც ნაკლები, ამ კვირაში სამმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, მთელი კვირის განმავლობაში, ასე რომ, ეს ცუდი არ არის. მოთამაშეები, რომელთაც ამ კვირაში ივარჯიშეს რუნი, ერერა, სმოლინგი და ასევე იანგი არიან, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ.

უნდა გადავწყვიტოთ ითამაშებენ თუ არა, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი ერერას მსგავსად სამი კვირის განმავლობაში "ოფისის მიღმა" არიან",
- განაცხადა ვან გაალმა.

ეშლი იანგის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვან გაალმა განაცხადა: "ბოლო მატჩში პატარა პრობლემა გვქონდა, რაღაცას გრძნობდა და რისკს ვერ გავწევთ. ეს ამ კვირაში აღმოვაჩინეთ. დღეს ივარჯიშა, ასე რომ, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა.

ლინგარდი საკითხავიც კი არ არის და ასევე დარმიანი"


მოგვიანებით ვან გაალმა განმარტა, რომ რუნი შეიძლება დაბრუნდეს: "რუნი ორი თუ სამი კვირის განმავლობაში ვერ თამაშობდა, ასე რომ, შესაძლებელია, მან ითამაშოს, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ".

ვან გაალმა ნიკ პაუელის მდგომარეობაც განიხილა, რომელმაც პირველ გუნდში დაბრუნება რამდენიმე მატჩის ჩატარებით აღნიშნა.

"ისიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრავმირებული და მატჩის რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ ამ ბევრი ტრავმის გამო შანსს მოკლებულია და ვერასდროს მიხვდები, ითამაშებს თუ არა "ნორვიჩის" წინააღმდეგ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 დეკემბერი 2015 22:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძლივს კარგი ამბები love

ერერა დააყენოს ამ კასოიმ რა მოხდება
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 დეკემბერი 2015 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერერა ნამდვილად გვჭირდება ძირითადში და ასევე იანგიც. იმედია ორივე მოახერხებს თამაშს. რუნის დაბრუნებაც კარგია რა თქმა უნდა, თუმცა არა მგონია ძირითადიდან დაიწყოს.
0
№3
ავტორი: გაბადაძე
18 დეკემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ერერას დაყენებს იმედია თავიდანვე ,ეს ადამიანი ჩირდება გუნდს ძირითადში რომელიც ბოლომდე იხარჯება და არ ერიდება რამეს,და აცოცხლებს ცენტრს ,შეტევას და თამაშს ტემსპს,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2015 10:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მთავარია არ მიემატოს ერთი ამდენი. დღეს მაინც ვითამაშოთ ტრავმის გარეშე. სმოლინგის საჭიროება ბორნმუთმა დაგვანახვა და ძირითადში დღეს ეგ და ჯონსი დაიწყებენ, მარცხნივ კიდე დააყენოს ბლინდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 დეკემბერი 2015 11:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მემგონი დღეს შედარებით კარგ სასტარტო თერთმეტეულს ვიხილავთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top