თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2015, 19:42
ავტორი: ViDa,
ნანახია: 6578,
კომენტარები: 13
ვინ უნდა დარჩენილიყო?!
"ის ხუთეული, რომელიც ლუი ვან გაალმა დაითხოვა, იდეალურად მოერგებოდა დღევანდელ "იუნაიტედს".
ვინ უნდა დარჩენილიყო?!
"ის ხუთეული, რომელიც ლუი ვან გაალმა დაითხოვა, იდეალურად მოერგებოდა დღევანდელ "იუნაიტედს" და იხსნიდა "ბორნმუთთან" მატჩში, ამბობს პოლ მერსონი.

"იუნაიტედის" თავკაცმა ტრანსფერებში 250 მილიონი ფუნტი დახარჯა და "ოლდ ტრაფორდის" რამდენიმე ვარსკვლავი დაითხოვა მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესისგან პოსტი ჩაიბარა.

მერსონის თქმით, "იუნაიტედი" უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან იგი მეოთხე ადგილზე იმყოფება პრემიერ ლიგაში და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ლესტერს''. ამასთან ერთად, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.

"იგი, ალბათ, ზის და ფიქრობს- ''ჩვენ ტოპ-ოთხეულში ვართ და ყველა უკმაყოფილოა". მაგრამ როცა შენ 250 მილიონ ფუნტს ხარჯავ, მაშინ გუნდში ძალიან დიდი ფეხბურთელები უნდა გყავდეს და ტიტულისთვის უნდა იბრძოდე",- ამბობს პოლი.

"თუ შენ ასეთი რაოდენობის თანხას ხარჯავ, მაშინ რატომ არ გყავს გუნდში 22 უცხოელი ფეხბურთელი? შეხედეთ "მანჩესტერ სიტის" Capital one Cup-ის გუნდს, ისინი ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე "იუნაიტედის" პირველი გუნდი."


ქვემოთ მერსონი "იუნაიტედის" თერთმეტეულს "ბორნმუთის" წინააღმდეგ იმ ფეხბურთელებს ადარებს, რომლებიც ჰოლანდიელმა მოსვლის შემდეგ დაითხოვა.

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

მეკარე

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღდეგ: დავიდ დე ხეა.
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: ანდერს ლინდეგაარდი, ბენ ამოსი.

მერსონი ამბობს: ვან გაალი დიდ პატივისცემას იმსახურებს დე ხეას გუნდში დატოვებით. ვინ იცის, სად იქნებოდნენ ისინი დავიდის გარეშე.

მარცხენა მცველი

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ: კამერონ ბორთვიკ-ჯექსონი.
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: პატრის ევრა.

მერსონი ამბობს: პატრის ვერა მოსვენებას არ მაძლევს. მე მის თამაშებს დღესაც ვუყურებ და ვფიქრობ, რატომ მისცეს მას წასვლის საშუალება? საფრანგეთის ნაკრებში დაახლოებით 70-ჯერ ითამაშა. ჯექსონის მიმართ არაფერი არ მაქვს. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი ელოდება. მაგრამ მას ძალიან არ გაუმართლა, რომ მისი დებიუტი ასეთ დროს შედგა.

როდესაც ხარ ახალგაზრდა და პირველ გუნდში გრიცხავენ, აუცილებელია, რომ შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელი იმყოფებოდეს, მაგრამ "იუნაიტედის" შემთხვევაში, ყველა საკუთარ ცუდ თამაშზე ჯავრობს.

ცენტრალური მცველი

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ: დეილი ბლინდი და პედი მაკნეირი
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: ჯონი ევანსი და ტეილორ ბლეკეტი (იჯარა)

მერსონი ამბობს: ძალიან მალე გუნდს ევანსის არყოფნაც დაეტყობა. იმის გამო, რომ დეილი ბლინდი სუფთა ცენტრალური მცველი არ არის, მე მას ახალგაზრდა პედი მაკნეირსა და ბლეკეტის თავზე დავაყენებდი.


მარჯვენა მცველი

ვინ უნდა დარჩენილიყო?!


შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ: გილიერმო ვარელა
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: რაფაელი

მერსონი ამბობს: მარჯვენა ფლანგზე ვან გალს ვერ დავადანაშაულებ. იგი სწორად მოიქცა, როდესაც რაფელი გაყიდა, რადგან ბრაზილიელი არ იყო საკმარისად კარგი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ვარელას წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს.

ნახევარდაცვა

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაში "ბორნმუთის" წინააღმდეგ: მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი.
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: დარენ ფლეტჩერი და ტომ ქლევერლი.

მერსონი ამბობს: დარენი დღემდე გუნდში მეყოლებოდა. სერ ალექსი მას მუდამ რთულ შევედრებში იყენებდა და მუდამ ამართლებდა. იგივეს აკეთებს "ვესტ ბრომშიც". მეეჭვება, რომ ფლეტჩერი დიდ თანხად უჯდებოდა "იუნაიტედს", რის გამოც იგი გაყიდეს.

შესანიშნავი დუეტი იქნებოდა დარენისა და მაიკლის მონაწილეობით. ფელაინი ნამდვილად არ იმსახურებს ამ პოზიციას. თუ იგი ნახევარმცველია, მაშინ მე მცველი ვყოფილვარ!

შემტევი ნახევარმცველი


ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაში ''ბორნმუთის" წინააღმდეგ: ჯესი ლინგარდი, ხუან მატა და მემფის დეპაი.
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: ანხელ დი მარია, ზაჰა, დენი უელბეკი, შინჯი კაგავა, ნანი და ადნან იანუზაი (იჯარა).

მერსონი ამბობს: ხუან მატა თავის ადგილს ინარჩუნებს. იგი ძალიან მომწონს და მინდა, ყოველ კვირა ითამაშოს.

უეჭველად ვიყოლიებდი ნანის. ვფიქრობ, გუნდს ძალიან აკლია. შეიძლება, ყველაფერი არ გამოსდის, მაგრამ თუ გააკეთა, ნამდვილად კარგად აკეთებს. ლინგარდმა კარგად გამოამჟღავნა საკუთარი თავი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ ახალგაზრდა ბიჭზე ვსაუბრობთ პორტუგალიელი ვარსკვლავის წინააღმდეგ.

ანალოგიური ითქმის ვილფრიდ ზაჰაზეც. მას საშუალებაც კი არ მიეცა, თავი გამოეჩინა დევიდ მოიესის დროს. ვიცი, ხალხი იტყვის, რომ ამის გაკეთება "კრისტალ პალასში" უფრო მარტივიაო, მაგრამ ის შემტევი თამაში, რომელსაც ფეხბურთელი აჩვენებს, უკვე დიდი ხანია "ოლდ ტრაფორდზე" არ უნახავთ.

ანხელ დი მარიამ საკუთარი თავი წარადგინა, თუმცა არც ისე დამაკმაყოფილებლად, რადგან მას სხვა პოზიციაზე აიძულებდნენ თამაშს. ხალხი ამბობს, რომ თუ შენ მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ, მაშინ ნებისმიერ პოზიციაზე უნდა ითამაშო, მაგრამ ამით ერთ ღამეში ცუდი ფეხბურთელის რეპუტაციას არ შეიქმნი. მემფის დეპაი ძალიან მომწონს, მაგრამ იგი არ თამაშობს ისე, რომ სახეზე ღიმილი ეტყობოდეს.

თავდამსხმელი

ვინ უნდა დარჩენილიყო?!

შემადგენლობაი "ბორნმუთის" წინააღმდეგ: ენტონი მარსიალი.
ვან გაალის მიერ დათხოვნილი: ხავიერ ერნანდესი და რობინ ვან პერსი.

მერსონი ამბობს: მარსიალი კარგი ფეხბურთელია და მას რობინ ვან პერსისთან და ერნანდესთან ერთად ვათამაშებდი, მაგრამ მას გამოცდილება აკლია. დანამდვილებით, ფეხბურთელები ძალიან შებოჭილები და დიდი ზეწოლის ქვეშ თამაშობენ, რაც მწვრთნელის ბრალია. მე არ განვიკითხავ არცერთ ფეხბურთელს, ვინაიდან თითოეული მათგანი განიცდის ამას. დარწმუნებული ვარ, არავის სურს ამის გადატანა.

"იუნაიტედმა" ვან პერსი საჭირო დროს გაუშვა. ვნახე, როგორ იქცევა "ფენერბაჰჩეში". მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელს ჩამოუარა ხელის ჩამოსართმევად, ხოლო რობინი თავის სკამზე დაჯდა და მწვრთნელს მას არავითარი ყურადღება არ მიაქცია.

რაც შეეხება ჩიჩარიტოს, მე მას განვიხილავდი, როგორც საუკეთესო შემცვლელად. იგი იმ ფეხბურთელების კატეგორიაში შედის, რომლის გამოსვლა თამაშს ცვლის. მაგრამ პირადად მე, მარსიალი მირჩევნია.

წყარო- SkySports
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2015 19:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინის საყრდენად დგომას ისევ ფლეტჩერი მირჩევნია მე პირადად, მაგრამ გასაშვები რომ იყო არამგონია ვინმე დაობდეს.

რაფაელის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ტრავმიანობა იყო, თორემ დარმიანს რა თქმა უნდა მირჩევნია, თუმცა მაგის გაშვებაც გამართლებულია

ერთადერთი ვინგერების გაშვება შეიძლება დააბრალო, რადგან შემცვლელები არ ჰყავს ფაქტიურად. ზაჰას თემა ზედმეტად გაურკვეველია, რა დააშავა ეგეთი რომ ორმა მწვრთნელმა ესე დაალპო სკამზე
0
№2
ავტორი: rene harrison_
23 დეკემბერი 2015 19:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ერთადერთი რომელზეც გული მწყდება, ეს პატრის ევრაა. ვეტერანი ხომ არის, მაგრამ ახლა რა ფორმაშიცაა, იმ დონის მარცხენა მცველი კაი ხანი არ გვეღირსება
0
№3
ავტორი: ViDa
23 დეკემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ორი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ძალიან გამოგვადგებოდა ზაჰა და ნანი არიან, დარწმუნებული ვარ ასეთი არაფრის მომტანი შეტევები არ გვექნებოდა.

ჩიჩარიტოზეც შეიძლება ანალოგიურის თქმა, მგარამ დარწმუნებული ვარ, აქამდე არავის არ ეგონა რომ იგი ასე გახსნას შეძლებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: rene harrison_
23 დეკემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
პ.ს. კიდევ მაქსიმუმ ნანიც შეიზლება. იანგს მაინც აჯობებს მძინარეც კი
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 დეკემბერი 2015 20:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რაში არ გინდა დაეთანხმო ამ კაცს??

ViDa,
ჩიჩარიტო რო გვყოლოდა, 19 თუ არა, 7-8 გოლი მაინც იქნებოდა მის ანგარიშზე. დამერწმუნე ;)
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2015 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია მერსონი რასაც ამბობს , მაგრამ ეხლა ვან გაალს შედეგი რომ ქონოდა ამ ფეხბურთელებით და კარგი ფეხბურთი ეთამაშა იმ წასულ ფეხბურთელებს არავინ ახსენებდა. ვინც წავიდა 90 პროცენტი გასაშვები იყო. ხო და კიდე, ფლეტჩერის და ქლევერლის ცენტრი არ გაიშვას არსად areyoukiddingme
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2015 20:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს სტატია სანამ მეხუთეზე ჩამოვქვეითდებოდით მანამდე იდო საიტზე, უბრალოდ სათანადო დრო ვერ გამოვანხეთ დასადებად. ასე რომ მდგომაორება იმაზე რთულია ვიდრე ეს აღწერს wink
0
№8
ავტორი: abrama
23 დეკემბერი 2015 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Nani da chicha dzaan gAmogvadgebodnenn.
Dzaan
1
№9
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2015 21:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნანი და ზაჰა რო გაყიდა მაშინ ჩავიქნია ხელი ამ კაცზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: lefty
23 დეკემბერი 2015 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ნანი ზაჰა ჩიჩა და ფლეტჩერი არაფრით არ უნდა გაეშვათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top