ისტორია გვკარნახობს, რომ დღევანდელი შედეგების მიუხედავად, ვან გაალს კიდევ აქვს შანსი, სეზონის ბოლოს 21-ე ტიტული აღმართოს.
"იუნაიტედს" არცერთი შეხვედრა არ მოუგია მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს "უოტფორდის" წინააღმდეგ დაწინაურდა ტროი დენის ჰარჯზე, რომელმაც უკანასკნელ წუთებზე გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ფრედ ითამაშეს პსვ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ლესტერთან" და "უესტ ჰემთან" შიდა ჩემპიონატში, ბოლოს კი "ვოლფსბურგთან" და "ბორნმუთთან" დამარცხდნენ.
მაშინ, როდესაც "ოლდ ტრაფორდი" წარუმატებელ სერიას გლოვობს, ვან გაალს გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილი გამოუჩნდა, რისი საშუალებითაც გულშემატკივრების გამხნევება შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ გუნდი თავის წარუმატებლ სერიას ექვს მატჩამდე გაზრდის.
მსგავს უიმედო სიტუაციაში გუნდი 1992/93 წლების სეზონში იმყოფებოდა, როდესაც ექვს მატჩიან მოუგებელ სერიას განიცდიდა ყველა ტურნირზე, მაგრამ საბოლოოდ, დამაკმაყოფილებელ შედეგს მიაღწია. ასევე, აღსანიშნავია ანალოგიური შემთხვევა დიდებულ 1999 წელს, როდესაც "იუნაიტედმა" ტრებლი მოიგო.
ყოფილი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი, მოუგებელ სერიას განიცდიდა 19 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე შიდა ჩემპიონატში, ლიგისა და უეფას თასზე 1993 წელს.
ამ შედეგის შემდეგ, გუნდი ისევ ხუთ მატჩიან წარუმატებელ სერიას განიცდიდა 18 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე, თუმცა მაისში ფერგიუსონის გუნდი ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.
ექვსი წლის შემდეგ, გუნდში ანალოგიური შემთხვევა დატრიალდა 2 დეკემბრიდან 1998 წელს, როდესაც ისინი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ დამარცხდნენ 3-1 ლიგის თასის მეოთხედ ფინალში და შემდეგ "მიდოლსბროს" წინააღმდეგ 3-2, 19 დეკემბრამდე.
ზემოთ ხსენებულ ორ მარცხს შორის, გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" ფრე ითამაშა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში და შემდეგ "ასტონ ვილასთან", "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" დამარცხდა. თუმცა ხუთი თვის შემდეგ, მხოლოდ ფერგი და მისი ფეხბურთელები იღიმოდნენ, როცა ტრებლი გაიფორმეს.
აქედან გამომდინარე, ვან გაალი და მით უმეტეს, ფეხბურთელები არ უნდა დანებდნენ, ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია და არც 21-ე ტიტულია გამორიცხული მიმდინარე სეზონის ბოლოს.
წყარო-skysports