თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2015, 22:32
ავტორი: ViDa,
ნანახია: 9872,
კომენტარები: 5
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პირველად. ნაწილი 1
მარცხი- ცუდია, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცებიც, რაც ბევრად უარესია დანარჩებზე. "იუნაიტედში" არცერთ ასაკობრივ გუნდს არ ჰქონდა უფლება, "ლივერპულთან" დამარცხებულიყო.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პირველად. ნაწილი 1
ბოსს ჟურნალისტებისთვის ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი საყვარელი თაობა "იუნაიტედში", და სრულიად შესაძლებელია, საუკეთესოც, 1992-94-იანი იყო და მე მესმის მისი. ისინი ღირსეულად იქცეოდნენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც. ისინი მწვრთნელის ხასიათს ირეკლავდნენ. ამ გუნდს შეეძლო, ყველა ჩემპიონატი მოეგო არა მხოლოდ ოსტატობით, არამედ საკუთარი ადამიანობითაც.

შმეიხელი, ბრიუსი, რობსონი, ჰიუზი, კანტონა- ისინი არ იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები, მაგრამ იყვნენ უშიშარი მებრძოლები და ნამდვილი მამაკაცები. ალბათ, სწორედ ასეთი ხასიათის მატარებელი უნდა ყოფილიყავი, რათა ამხელა პასუხისმგებლობა გეტვირთა და 26 წლის შემდეგ პირველად დაგებრუნებინა ტიტული "ოლდ ტრაფორდზე".

ასეთი ხანგრძლივი მოლოდინი შეურაცხმყოფელი იყო "იუნაიტედის" დონის გუნდისთვის, მაგრამ იბადებოდა ახალი ერა. და როცა "ოლდ ტრაფორდზე" ისტორია იქმნებოდა, ახალგაზრდა ბიჭები და მათ შორის, მეც, პირველი რიგიდან ვუყურებდით ყველაფერს.

ჩვენ, როგორც მოსწავლეები, პირველ გუნდთან ერთად ვმოგზაურობდით, ზოგჯერ ნორმანს ვეხმარებოდით- ადამიანი, რომელიც სამრეცხაოში ფორმებზე იყო პასუხისმგებელი. ჩვენ თვალს ვადევნებდით, როგორ იკვლევდა გზას გუნდი, რომელიც ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელებით იყო შემდგარი. ჩვენ ვხედავდით მათ ვნებასა და ცეცხლს, რომელიც მძიმე კონფლიქტებად იზრდებოდა გასახდელში.

ერთხელ "ენფილდს" ვესტუმრეთ, რომლის გასახდელში სერიოზული კამათი გაიმართა ბოსსა და პიტერს შორის. მაშინ საკუთარი თვალებით პირველად დავინახე, რას ნიშნავდა "ფერგის თავსარეცხი", თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ ფეხბურთელები ამ ტერმინს არასდროს იყენებდნენ.

"შენ ცდები!",-უყვირა მწვრთნელმა პიტერს.

"ისევე, როგორც შენ!",-უპასუხა მეკარემ ოდნავ მოშორებით, მაგრამ ყველასთვის გასაგონად.

ყველამ მას შევხედეთ და გავიფიქრეთ: "ო, ღმერთო, ახლა დაიწყება". დამერწმუნეთ, ბოსსმა ნაწილებად დაგლიჯა პიტერი. ვფიქრობ, პიტერი საკმარისად დაისაჯა ამ საქციელისთვის, მაგრამ ყველაზე საშინელი, უადავოდ, შეუწყვეტელი უცენზურო სიტყვები იყო ჩვენი მწვრთნელის მხრიდან.

შემდეგ, 1994 წელს, როცა "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" სტოიჩკოვისა და რომარიოს დახმარებით ნაწილებად მოგვისროლა, ფერგიმ მორიგი ფეხბურთელი იმსხვერპლა- ინსი. გარკვეულ მომენტში კიდდო ფეხზე წამოდგა, რათა ჩხუბში ჩარეულიყო იმის იმედით, რომ ეს შეკამათება კრიტიკულად არ დასრულებულიყო.

მე მიყვარდა ის მებრძოლი და კონკურენციის სუნი, რომელიც გასახდელში ტრიალებდა, თუმცა ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭებს, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გვაშინებდა. ჩვენ ნობბისთან და ერიკთან არაჩვეულებრივი ვარჯიშები გვქონდა, ჯერ კიდევ მაშინ ვიგემეთ გამარჯვების გემო. ახლა კი შმეიხელის, ჰიუზისა და რობსონის ყურებით ჩვენ გავიგეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხდეთ ჩემპიონები. მსგავსი გამოცდილება ჩვენი განათლების ბოლო საფეხური იყო, იდეალური სკოლაა.

1992 წლის სექტემბერში საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად მაღალია სტანდარტები გუნდში. კიდდომ მოულოდნელად მაცნობა, რომ პირველ გუნდთან ერთად მივდიოდი თამაშზე, სადაც მოსკოვის "ტორპედოს" ვმასპინძლობდით.

ძალიან გამიჭირდა ამის დაჯერება. მე 17 წლის ვიყავი, მოუმწიფებელი ღლაპი. არცერთი ჩემი თანატოლი არ იყო ახლოს პირველ გუნდთან. არც ბატი, არც სქოულზი და არც ბექსი. თამაშზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ჩვენ მათ გასახდელში კაკუნის გარეშე შესვლაც კი გვეშინოდა. მსგავსი საქციელის მოყვარული, მარკ ჰიუზი იყო. მე ოცნებაც კი არ შემეძლო ფეხბურთელის ისეთ ტიპთან ლაპარაკის, როგორიც სპარკი იყო, თუ თვითონ არ დაიწყებდა ლაპარაკს. ფაქტია, რომ ძალიან ავღელდი, როცა კიდდომ მაცნობა, როდის და სად უნდა მივსულიყავი მატჩის დღეს.

მე ეულად ვიჯექი ავტობუსში, რომელიც სასტუმრო "მიდლენდში" მიდიოდა, ის ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. სასტუმროც კი უცნაური იყო ჩემთვის. მე საკუთარ თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, ხშირად გამოვსულიყავი ქალაქის შუა გულში, ამიტომ ყოველი ხედი, რაც მე მაშინ დავინახე, გასაოცარი იყო.

როცა "ოლდ ტრაფორდზე" მივედით, მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ თამაშს სათადარიგოზე დავიწყებდი. მე ვიფიქრე, რომ გუნდს იმისთვის ვჭირდებოდი, რათა საჭირო რაოდენობის ხალხი მოეკრიბა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას კიდდომ მითხრა, რომ გახურება დამეწყო მოედანზე გასვლის წინ.

ვფიქრობ, 19 998 გულშემატკივართა შორის, მხოლოდ მამაჩემმა შეამჩნია ბიჭი, რომელიც წინ და უკან დარბოდა კიდის ხაზზე. შემდეგ, როდესაც თამაში მიწურულს უახლოვდებოდა და ანგარიში გაუხსნელი იყო, მე მიბრძანეს, გამომეცვალა. ის ჩემი დებიუტის დღე იყო. უნდა გავსულიყავი "ოლდ ტრაფორდის" საფარზე და ჰიუზთან, ბრიუსთან და ბრაიან მაკკლერომთან ერთად მეთამაშა. ბიჭი, რომელიც წლების განმავლობაში მატჩებს K-Stand-დან უყურებდა უნდა გასულიყო მოედანზე, რათა დაეზღვია თვით ანდრეი კანჩელსკისი.

ვეცადე, ძალები მომეკრიბა, როცა ლი მარტინი ძუნძულით მორბოდა სკამებამდე. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა სათადარიგოდან და მით უმეტეს, არ იყო უბრალო ფეხბურთი, ეს იყო ჩემი ასრულებული ოცნების დღე.

ეს მომენტი მუდამ მემახსოვრება და ისიც, რაც მოხდა მის შემდეგ. მე აუტის ჩაწოდებაზე უფლება მივიღე და სწორედ ეს აუტი დარჩება ჩემს პირველ შეხებად იმ სამი წუთის განმავლობაში. ვეცადე, ბურთი მეტოქეს საჯარიმოში ჩამეგდო, მაგრამ როგორც სხვა შეტევები იმ საღამოს, ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა.

შემდეგ, როცა გასახდელში დამწუხრებულები ვიცვლიდით, მწვრთნელი გარი პალისტერს ეცა.

- გარი, ჩვენი ახალგაზრდების თამაშს ერთხელ მაინც უყურე?! უყურე ეს ბიჭი როგორ აწვდის აუტს?!
- დიახ.
- მერე, რატომ არ იყავი იმ წყეულ საჯარიმოში?!

იგი უკმაყოფილო იყო, რადგან საკუთარ კედლებში ფრე 0-0 ვითამაშეთ. ორი კვირის შემდეგ, საპასუხი შეხვედრაში, ჩვენ პენლების სერიაში დავმარცხდით და გარის სერიოზულად მოხვდა. მეც იქ ვიჯექი, ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა ,რაც შეიძლება მალე მენახა მამაჩემი, რათა ემოციები გამეზიარებინა, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ მწვრთნელი გასახდელში კიდევ დიდხანს ამოგვკეტავდა.

***
პირველი არასდროს გავიწყდება. "იუნაიტედში" ასობით მატჩი ჩავატარე, მაგრამ დებიუტს განსაკუთრებული ადგილი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის ეკავება. "ოლდ ტრაფორდზე" მუდამ გვასწავლიდნენ, რომ მეტისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ ვფიქრობდი: "ხვალ თუ მოვკვდები, მოვკვდები ბედნიერად".

ოცნება ნამდვილად იქცა რეალობად, მაგრამ მოგატყუებთ, თუ იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემი კარიერის პიკი იყო. მაშინ ჩემი მოღვაწეობა პირველ გუნდთან ხანმოკლე აღმოჩნდა. მე უკან დამაბრუნეს, ახალგაზრდულ გუნდში, რათა სწავლება გამეგრძელებინა. თვეები გავიდა, ძალიან ბევრი თვე, მანამდე, სანამ პირველი გუნდის სუნი ისევ ვიგრძენი.

იმის ნაცვლად, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გასვლა მეოცნება, მე გადავწყვიტე, თავი ხელში ამეყვანა და ინგლისის თასზე ჭაბუკთა გუნდს დავხმარებოდი, და ამით დამემტკიცებინა, რომ პროფესიონალურ კონტრაქტს ვიმსახურებდი. ჩვენი ფეხბურთელების გათვალისწინებით, ჩვენ იძულებულები ვიყავით, დაგვეცვა ეს ტიტული 1992/93 წლების სეზონში, მაგრამ ფინალში "ლიდს იუნაიტედთან" დავმარცხდით.

ჩვენ "ელლანდ როადის" გასახდელში ვიყავით, იმედგაცრუებულები გამარჯვების შემდეგ და დარცხვენილები 30 000 გულშემატკივრის თვალწინ. "ვერც ერთს დაგადანაშაულებთ, მე თქვენით ვამაყობ",- გვითხრა ერიკმა. ეს მომენტი უკანასკნელი აღმოჩნდა ზოგისთვის, რომლებმაც შემდეგ გზა მომდევნო დონეზე გააგრძელეს. და მე ვეთანხმები ერიკს- ჩვენ იმდენი ვიშრომეთ, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. მას ყველაფერი მივეცით.

შემდეგ კარი გაიღო და მწვრთნელი შემოვიდა. ''თქვენ, ბიჭებო",- დაიწყო მან სახის ჩვეული გამომეტყველებით. "შეგიძლიათ, ყველაზე ნიჭიერები გახდეთ მსოფლიოში, მაგრამ თუ ხასიათი არ გაგაჩნიათ, მაშინ ადგილსაც ვერ ეღირსებით ჩემს გუნდში".

ფერგიუსონის დროს "იუნაიეტში" სწორედ ასე ხდებოდა- თამაში გუნდისთვის ნიშნავდა შენი მოთხოვნილებების, სიმტკიცისა და კონცენტრაციის შემოწმებას. ბიჭებს ჩვენს გუნდში ერთმანეთის მოტივირება შეეძლოთ, მაგრამ როცა ახალ დონეზე გადავედით, კონკურენციას სხვა თვალით შევხედეთ.

ერთხელ "ლივერპულმა" დაგვამარცხა რეზერვების მატჩში. მაშინ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წვრთნელი მაინც უკმაყოფილო იყო. მეორე დღეს, ვარჯიშზე, რომელიც დილის 7:30-ზე გაიმართა, ყველა წვენი გამოგვადინეს, მაგრამ ჩვენ მაინც ვითხოვდით უფრო მეტს. გაკვეთილი გასაგები იყო: მარცხი- ცუდია, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცებიც, რაც ბევრად უარესია დანარჩენზე. "იუნაიტედში" არცერთ ასაკობრივ გუნდს არ ჰქონდა უფლება, "ლივერპულთან" დამარცხებულიყო.

უმეტესად, ჩვენ რეზერვებთან ერთად ვვარჯიშობდით, თუმცა პირველ გუნდთან ვარჯიშებზე ხშირად გვიწვევდნენ. ეს რთული გამოცდა იყო. ფეხბურთელები სხვადასხვანაირად გვექცეოდნენ. ბრიუსი თბილ სიტყვებს გვეუბნებოდა. ინსი, მისი ცინიზმის მიუხედავად, სასარგებლო რჩევებს გვაძლევდა. შმეიხელი კი ზედმეტად ნაძირალა აღმოჩნდა. ერთხელ, როცა ვვარჯიშზე ვეხმარებოდი, ბურთი ცუდად ჩავუწოდე და მან იქვე იყვირა: „რა მიღწევების გამო დართეთ ამ ძაღლის ნეხვს ჩვენთან ერთად ვარჯიშის უფლება?!“

რთული იყო, მაგრამ დროსთან ერთად ჩვენც შევეჩვიეთ გუნდს. იყო შემთხვევები, როდესაც რეზერვებში პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდით, როდესაც ისინი ფორმას იკრეფდნენ ტრავმის შემდეგ. ამის ხარჯზე ჩვენ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდით. ჩვენ ვთამაშობდით ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც კლეიტონ ბლეკმორი და ლი მარტინი იყვნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გრძნობა გვიჩნდებოდა, რომ მათზე ნაკლებად არცერთი ვთამაშობდით. ადრე მათ თამაშებს ტრიბუნებიდან ვუყურებდით, ხოლო ახლა კი მათთან ერთად ვვარჯიშობდით. ამის შემდეგ ჩვენ დავფიქრდით და მივხვდით, რომ ისინი ღმერთები არ არიან და მათთან ერთად თამაში შესაძლებელია. რობბო, მაგალითად, უკვე თვითონ ყვება ისტორიას იმაზე, თუ როგორ დაიმსახურა ჯარიმა და ემზადებოდა მის დასარტყმელად, მაგრამ ბექსმა ხელი უჯიკა და ბურთთან თვითონ დადგა. სხვათა შორის, რობო ინგლისის ნაკრების კაპიტანი იყო.

რობბო ასევე ჩემი ბავშვობის გმირი იყო, რომელიც თავის დროზე ძალიან დამეხმარა, თუმცა იგი ამას ვერ ხვდება. ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა დილით დამირეკა და მითხრა, რომ რობბომ სტატია დაწერა ერთ-ერთ გაზეთში, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭებზე საუბრობდა, რომლებმაც ჭაბუკთა თასი აღმართეს 92-ში. ისე კარგად მახსოვს ის წინადადებები, რომ თითქოს გუშინ წავიკითხე. ჩემზე რობბომ შემდეგი დაწერა: „ძალიან გამიკვირდება, თუ მომავალში ტოპ-კლასის ფეხბურთელი არ გახდება“. ჩემი გმირი ამბობს, რომ ამ გზას ბოლომდე გავივლი. ერთი შეხედვით უბრალოდ პატარა წინადადებაა, მაგრამ ამ სიტყვებმა მეტი ძალა მომცა და მას შემდეგ ვიცოდი, რომ უკან არასდროს გავიხედავდი და არ დავნებდებოდი. რობბოს სწამდა, რომ მე საუკეთესო გავხდებოდი და ჩემთვის ეს საკმარისი იყო.

არამხოლოდ რობბო გვაქებდა. მამაჩემი დღემდე ინახავს იმ ალბომს გაზეთებიდან და სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომელიც სავსეა ჩვენი მაშინდელი სურათებითა და იმ სიტყვებით, რომელიც ბოსსმა თქვა: „თუ ეს ბიჭები წარმატებას ვერ მიაღწევენ, მაშინ თითოეული ჩვენგანი წასვლაზე უნდა დაფიქრდეს“. ზოგადად, მწვრთნელი, როგორც წესი, ძალიან ფაქიზად ისვრის სიტყვებს საკუთარი ახალგაზრდების შესახებ, რათა ზედმეტი ხმაური არ მოსდოს მათ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, იგი ძალიან თამამ განცხადებებს აქვეყნებდა.

სხვა გუნდის მწვრთნელები საერთოდ „ბასბის ჩვილებს“ გვადარებდნენ. 1993 წელს 18-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ტურნირი კვირაზე ოდნავ მეტი გრძელდებოდა და შედგებოდა ოთხი მატჩისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ხუთი ჩვენგანი- ბატი, სქოულზი, სოლ კემბელი და რობბ ფაულერი, შემდეგში ეროვნული ნაკრების მაისურით იასპარეზებენ.

ფინალში თუექეთი დავამარცხეთ ნოტინგებში „სიტი გრაუნდზე“ 20 000 გულშემატკივრის თვალწინ. კარგი იყო კონტინენტალურ გუნდებთანაც თამაში, მახსოვს ახალგაზრდა კლარენს ზეედორფი ჰოლანდიის ნაკრებში, მაგრამ სასიამოვნო, რა თქმა უნდა, გამარჯვების გემო იყო. ტიტულები და მედლები ყოველთვის მატებს ფეხბურთელს თავდაჯერებულობას. შენში იღვიძებს ამბიციები უფრო მეტის და მეტის.

მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს გამარჯვება ერთადერთი გამოდგებოდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 დეკემბერი 2015 22:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე როგორც ვიცი ფერგიმ 2008 წლის გუნდზე თქვა საუკეთესო ეგ იყო რაც მყოლიაო. შესაძლოა საუკეთესო იყო მაგრამ ამ თაობამ ეპოქა შექმნა ფერგისთან ერთად და ალბათ 99 წლის გუნდი ამიტომ უფროა გამორჩეული ყველასთვის
0
№2
ავტორი: ViDa
18 დეკემბერი 2015 22:45
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რა უნდა ვთქვათ ამ თავზე? ალბათ ახალს მეტს ვერაფერს დავამატებთ. მისი გუნდის ერთგულობა და ის თუ როგორ აღწერს მაშინდელ სიტუაციას შეუდარებელია :)

ყველაზე მეტად ის მომწონს, როგორ უსვებს ხაზს მაშინდელი ახალგაზრდების მონდომებას და როგორ თქვა, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელები არ არიან ღმერთები, ვისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 დეკემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საოცარი ემოციით და სიყვარულით აღწერს გარი თავის დებიუტს მანჩესტერში და წარმოიდგინეთ მაშინ რას იგრძნობდა როცა მოედანზე გავიდა... winked
გარდა მისი დებიუტისა ყოველთვის საინტერესოა ფერგის ესა თუ ის მოქმედება გასახდელში და გარის სიტყვებიდანაც კარგად ჩანს თუ როგორი მკაცრი და მომთხოვნი იყო ფერგი თავისი ფეხბურთელების მიმართ love
ბოლო წინადადებამ კი გული დამწყვიტა, რადგან ინგლისს რა თაობაც ყავდა აუცილებლად უნდა მოეგო რომელიმე ჩემპიონატი, მაგრამ...
0
№4
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2015 11:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე ცუდი გრძნობა კი ის არის, რომ ასე გუნდზე შეყყვარებული ფეხბურთელი რეზერვებში მგონი არავინაა.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2015 16:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტყუილად კი არ ეწოდა ამ თაობას კლასს 92. შემთხვევით არ არქმევენ სახელებს და შედეგები ფაქტებზე მეტყველებს. მე კი სურათის დანახვით მეღვიძება დილით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top