თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2015, 23:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2883,
კომენტარები: 7
მეგაშეთავაზება ლევანდოვსკის
"იუნაიტედი" პოლონელს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს.
მეგაშეთავაზება ლევანდოვსკის
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის რობერტ ლევანდოვსკის წელიწადში 10.9 მლნ. ფუნტი გადაუხადოს, თუკი იგი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი დიდი ხანია წარმოადგენს "იუნაიტედის" სამიზნეს.

პოლონელი ფეხბურთელის გადაბირება პსჟ-საც სურს, თუმცა ლუი ვან გაალის გუნდი უკეთეს შეთავაზებას ამზადებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელი შეტევის ხაზში ფეხბურთელების შეძენას ითხოვს, რომელთა ხარჯზე გუნდის თავდასხმას გააძლიერებს.

ლევანდოვსკი "ბაიერნში" დიდებულ თამაშს აჩვენებს და უკვე მოახერხა 29 გოლის გატანა.

ეს რიცხვი კი უფრო მეტია, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა.

გარდა ფეხბურთელისა, "იუნაიტედი" "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელით, პეპ გვარდიოლათიც არის დაინტერესებული. ესპანელი კი თავის მომავალს მომდევნო კვირაში მოჰფენს ნათელს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2015 23:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სულ რო მესი დადონ მაინც არ გამისწორდება, რა აზრი აქვს მაგასაც დაცვაში არბენინებს და კარში დარტყმას აუკრძალავს

მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები ხელმისაწვდომები არიან და ესენი ვან გაალს მტენიან. ამოწურა თავისი შესაძლებლობები უკვე, ამაზე მეტი რა უნდა შეძლოს? სასწაული მოახდინოს და პრემიერ ლიგა მოიგოს? ოთხეულიც სანატრელი უნდა იყოს სხვა გუნდების ჩასვრა რო არა
0
№2
ავტორი: lefty
21 დეკემბერი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დორტმუნდიდან უნდა წამოეყვანათ თუ ცენზურა ქონდათ
0
№3
ავტორი: JuanMata
21 დეკემბერი 2015 01:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჯერ რატომ უნდა გაუშვას ბაირნმა თავდასმხმელი, რომელსაც ნახევარ სეზონში 29 გოლი აქვს გატანილი და მერე ეს რატომ უნდა გადმოვიდეს ბაიერნიდან ლუი ვან გაალთან.

და რომც გადმოვიდეს ისევე დებილივით ირბენს, როგორც დანარჩენი გუნდი.
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 დეკემბერი 2015 09:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აი იმდენად არარეალურია ამის იუნაიტედში გადასვლა, რამდენადაც იმის შანსი, რო მანჩესტერი წელს პრემიერლიგას მოიგებს.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 დეკემბერი 2015 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ ეს ერთი ლევანდსოვსკის არავინ გამოუშვებს, მერე მეორეც ეს ხელფასი ძაან რაღაც აფსურდული ციფრია და საერთოდ, მწვრთნელია ჯერ მოსაყვანი და მერე ფეხბურთელები!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 09:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორც ვიცი, რეალსაც უნდა, მაგრამ ამას ისე უყვარს ბაიერნი, რომ არსად წამსვლელი არაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2015 10:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჰუმელსი და ეს ოცნებად შეგვრჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top