Manchester Evening News იტყობინება, რომ უეინ რუნი "ნორვიჩ სიტისთან" თამაშს შეძლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა "ლესტერთან" გასული თვის მატჩში 68-ე წუთზე მიიღო ტრავმა და მას შემდეგ "ვესტ ჰემთან", "ვოლფსბურგსა" და "ბორნმუთთან" დაპირისპირებები გამოტოვა.
თუმცა რუნიმ ტრავმა უკვე მოიშუშა და მოძრაობისას დისკომფორტს აღარ განიცდის.
"იუნაიტედი" მომდევნო ტურის შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართავს, "წითელ ეშმაკებს" კი მოედანზე გუნდის კაპიტანი გაიყვანს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.