თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2015, 17:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3003,
კომენტარები: 9
სიმეონე "იუნაიტედს" ვერ მოერგება
ექსპერტის აზრი არგენტინელ სპეციალისტზე.
სიმეონე
ტერი გიბსონი ფიქრობს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგი არჩევანი არ იქნება.

სიმეონეს გუნდი, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ რვა მატჩი მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება, "ბარსელონას" მხოლოდ ბურთების ცუდი შეფარდების გამო ჩამორჩება და მადრიდის "რეალს" ხუთი ქულით უსწრებს.

ლუი ვან გაალის გუნდი იმავე პერიოდში სულ უფრო და უფრო უკან იხევს და ჩემპიონატში ნაჩვენები ცუდი შედეგებისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის გარდა კრიტიკას გუნდის სათამაშო სტილიც იმსახურებს.

ექსპერტ ტერი გიბსონს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარი კმაყოფილი ვერ იქნება ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით, თუმცა არც სიმეონეა ადამიანი, რომელიც მათ გააბედნიერებს.

"სხვაგან ვერსად ვხედავ სიმეონეს. "ატლეტიკოს" ძალიან კარგად შეეწყო. მას ყველაფრის მართვის უნარი აქვს, შეუძლია ბრძოლისუნარიანობა ჩაუნერგოს შეძენილ ფეხბურთელებსაც და გაყიდულებსაც.

მას შეუძლია თავდაჯერებულობა ჩაუნერგოს მოთამაშეს, რომელიც შეიძინა, მაგრამ თუ მისი აზრით კარგი არ გამოდგა, უცებ იღებს იჯარის წესით გასხვისების გადაწყვეტილებას და კლუბი მცირე ან დიდ სარგებელს იღებს ფეხბურთელით, რომელიც გაასხვისა",
- აცხადებს გიბსონი.

ალესიო ჩერჩი, რომელიც სიმეონემ 2014 წლის ზაფხულში "ტორინოდან" შეიძინა, არგენტინელმა მალევე გაყიდა "მილანში".

იგივე მოხდა რაულ ხიმენესის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე 2014 წლის ზაფხულში გადავიდა მარდიდულ კლუბში. მასაც მხოლოდ ერთი წელი მიეცა თავის გამოსაჩენად, შემდეგ კი "ბენფიკაში" გადაბარგდა.

"ჩერჩი, გილავოგი და რაულ ხიმენესი კარგი მაგალითები არიან. სიმეონეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ძალაც აქვს და ავტორიტეტიც.

სტილი, რომლითაც ის ათამაშებს გუნდს, საუკეთესო სამეულთა შორის აუტსაიდერად აქცევს და მხოლოდ "ატლეტიკოს" გულშემატკივარს დააკმაყოფილებს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, სადაც ასეთ სათამაშო სტილს არ იღებენ, კარგი მორგება ვერ იქნება".


წყარო: skysports
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Giggsy
17 დეკემბერი 2015 17:56
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ყველას თავისი აზრი აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2015 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოერგება თუ ვერ მოერგება ეგ სხვა საკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიმეონეს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ სხვა გუნდი გაწვრთნას, თუნდაც ეს იყოს მანჩესტერ იუნაიტედი.
ყველაზე მეტად რაც ამ კაცში მომწონს არის ის, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად მუხტავს ფეხბურთელებს და ისინიც მთელი მონდომებით თამაშობენ. სამწუხაროდ იგივეს ვან გაალზე ვერ ვიტყოდი...
0
№3
ავტორი: ilker
17 დეკემბერი 2015 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ყველაზე განსხვავებული მწვრთნელია სიმეონე. თავისებურად გიჟი და მაგრად მომწონს ამის გამო. არაფერი განსაკუთრებული ტაქტიკოსი ეგ არაა, უბრალოდ მაგარი ენერგიული და ქარიზმატული ტიპია wink მაგრად ვღადაობდი ეს რასაც უშვებოდა რეალს იმაზე
0
№4
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2015 18:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოურინიო გაუშვა ჩელსიმ. ახლა წავა იმაზეც ჭორაობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2015 19:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს, არამგონია სადმე წავიდეს სიმეონე, მაგრამ ჩელსიში უფრო წავა ვიდრე აქ

მორგებას რაც შეეხება, ფერგის სტილის მარტო კლოპი მეგულებოდა მე პირადად, აღარ არის ის მანჩესტერი რაც იყო, ასე რომ სადაც ვან გაალმა გადაიყვანა გუნდი თავის მხარეს, სიმეონეც მოახერხებდა როგორმე
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 დეკემბერი 2015 20:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის დღე გამითენდეს, როცა "ჟოზე ამპარტავანი" იუნაიტედის მწვრთნელი იქნება.
0
№7
ავტორი: Malboro463
17 დეკემბერი 2015 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
საერთოდ ბრიტანელების ექსპერტობა და მწვრთვნელობა ვატირე ათასში ერთი თუ იქნება წესიერი
0
№8
ავტორი: bastian777
17 დეკემბერი 2015 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
marselo bielsa mimachnia yvelaze karg kandidatad, romel gundshic imushava yvela ulamazes pexburts tamashobda, tan mu-s stilia zustad, tu eg mova darcmunebuli var dzalian didi xani iqneba iunaitedshi
0
№9
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2015 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სიმეონე ატლეტიკოდან თუ წავიდა ალბათ არგენტინაში წავა რაც შეეხება მორგებას ძაან კარგად მოერგება ფეხბურთელებს გამოაცოცხლებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top