მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა აღიარებს, რომ გერმანიაში გადასვლამდე მის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა.
24 წლის ფეხბურთელი მიუნხენში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, რაც "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაამტკიცა.
"ბარსელონას" აღზრდილი ფეხბურთელი სერ ალექს ფერგიუსონისა და დევიდ მოიესის სამიზნე იყო, როცა შოტლანდიელები სხვადასხვა დროს წვრთნიდნენ "წითელ ეშმაკებს".
ტიაგოს გადაბირებას მისი თანამემამულე დავიდ დე ხეაც ცდილობდა, მაგრამ "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან მუშაობის პერსპექტივამ ალკანტარას "ბაიერნში" გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
"არასდროს მქონია საფირმო შემოთავაზება. დავიდ დე ხეას უნდოდა, რომ გადავსულიყავი. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბურთზე შეტყობინება დამიტოვა.
მეც იგივე გავაკეთე, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მე კი ყოველთვის საუკეთესოების გვერდით თამაში მსურდა. თუმცა გზა მხოლოდ მიუნხენისკენ მიმითითებდა.
პრემიერ ლიგის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საოცარია ჩემპიონატია. ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, მაგრამ "ბაიერნში" ბედნიერი ვარ და მაკმაყოფილებს ის, რასაც ვაკეთებ", - განაცხადა ალკანტარამ.