რონალდ დე ბურმა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მოთმინება გამოიჩინონ და გააგრძელონ ლუი ვან გაალის მხარდაჭერა.
"მესმის, თუ რით არის გამოწვეული კრიტიკა ლუის მიმართ. როდესაც კლუბი ხარჯავს ამდენ ფულს, თქვენ გაქვთ უფლება, ელოდოთ უფრო მეტს. მაგრამ, პირადად მე, ვან გაალის გულშემატკივარი ვარ და ის საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მჯერა მისი, მხარს ვუჭერ და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ის მიაღწევს თავისას. პირველ ადგილამდე მათ ორი მოგება აშორებთ, ამიტომ მათთვის შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს კიდეც. ჩვენთვის აუცილებელია, მოთმინება გამოვიჩინოთ ",-ციტირებს რონალდ დე ბურის სიტყვებს TalkSport-ი.
"ვფიქრობ, ახლა "იუნაიტედს" რეალური პრობლემები თავდასხმაში აქვს. მათ არ ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 20-25 გოლს გაიტანს. ლუი ვან გაალის განკარგულებაში დეპაი, ლინგარდი და მარსიალია, მაგრამ არ ღირს ახალგაზრდებისგან ელოდო სტაბილურ თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში".