თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2015, 23:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3271,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" ევროპულ კლუბებს შორის ლიდერობს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის საუკეთესო კლუბთა ლიდერია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ერთად 2015 წელს 120 სანაკრებო მატჩი ჩაატარეს, რაც ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია.

მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს CIES-ის საფეხბურთო სტატისტიკის მიხედვით იგივე მაჩვენებელი ევროპის გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ 98 კლუბს შორის.

მესამე ადგილზე იმყოფება "ჩელსი" (111), რომელსაც მოსდევს პსჟ (106) და "ბარსელონა" (99). სიაში დანარჩენ ადგილს "ტოტენჰემი" (მეხუთე, 98 მატჩი), "არსენალი" (მეცხრე, 89 მატჩი), "რეალი" (მეათე, 86 მატჩი) და "ლივერპული" (მე-15, 75 მატჩი) იკავებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 ფეხბურთელმა ითამაშა 10 სხვადასხვა ნაკრებში. მხოლოდ "რეალს" ჰყავს უფრო მეტი სანაკრებო მოთამაშე (19), რომლებმაც წელს საერთაშორისო დონეზე იასპარეზეს.

2015 წელს ნაკრებებში მოთამაშე "იუნაიტედის" ფეხბურთელები:

- სერხიო რომერო, 13 მატჩი არგენტინაში
- მარკოს როხო, 11 მატჩი არგენტინაში
- მატეო დარმიანი, 10 მატჩი იტალიაში
- დეილი ბლინდი, 9 მატჩი ჰოლანდიაში
- უეინ რუნი, 8 მატჩი ინგლისში
- მორგან შნეიდერლინი, 8 მატჩი საფრანგეთში
- მემფის დეპაი, 8 მატჩი ჰოლანდიაში
- ფილ ჯონსი - 7 მატჩი ინგლისში
- ბასტიან შვაინშტაიგერი, 6 მატჩი გერმანიაში
- კრის სმოლინგი, 6 მატჩი ინგლისში
- ენტონი მარსიალი, 6 მატჩი საფრანგეთში
- მარუან ფელაინი, 6 მატჩი ბელგიაში
- პედი მაკნეირი, 5 მატჩი ჩრდ. ირლანდიაში
- ანტონიო ვალენსია, 4 მატჩი ეკუადორში
- ხუან მატა, 4 მატჩი ესპანეთში
- დავიდ დე ხეა, 4 მატჩი ესპანეთში
- მაიკლ კერიკი, 3 მატჩი ინგლისში
- ლუკ შოუ, 2 მატჩი ინგლისში

ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის გუნდების ტოპ-10


"იუნაიტედი" ევროპულ კლუბებს შორის ლიდერობს
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2015 23:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამ შედეგს ორმხრივი ეფექტი აქვს და რამდენადაც კარგია, იმდენად ცუდია, მაგრამ საამაყო ნამდვილად ვერ არის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2015 23:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანაკრებო პაუზა ისე არ ჩაივლის ხოლმე ვინმე რო არ დაიკარგოს. ასე რომ სულ არ გვინდა აქ ლიდერობა
0
№3
ავტორი: Malboro463
18 დეკემბერი 2015 03:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ეგ დიდი არაფერი
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 დეკემბერი 2015 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია რა თქმა უნდა როცა მანჩესტერის ფეხბურთელს ნაკრებში იწვევენ, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. სანაკრებო პაუზა არ მახსოვს, რომ ვინმე ტრავმირებული არ დაბრუნებულიყო უკან ასე, რომ აქ ლიდერობა არაფრის მომცემი არაა.
0
№5
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2015 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ნაკრებში სულ იტრავმებიან და ეგეთი თამაშები სულაც არაა კარგი
0
№6
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2015 12:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სულ არ მინდა ლიდერობა ამ ცხრილებში და რაც სანაკრებოს ეხება სულ არ მინდა
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 დეკემბერი 2015 16:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
და შედეგიანად რომელმა ითამაშა ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top