მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს დაპირდა, რომ თავისი მომავლის შესახებ ზუსტ ცნობებს მომდევნო კვირაში გაავრცელებს.
"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის მიმართ ინტერესს ორი მანჩესტერული გუნდი, "სიტი" და "იუნაიტედი" ავლენენ, თავად პეპი კი გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა თუ კლუბის დატოვების არჩევანის წინაშე დგას.
"დარმშტადტთან" გერმანიის თასის მატჩის წინ გვარდიოლამ პირობა დადო, რომ მომდევნო კვირაში ნათელს მოჰფენს მის მიმართ გავრცელებულ ჭორებს.
როცა ესპანელს ჰკითხეს, თუ რას აპირებდა სამომავლოდ, მან უპასუხა: "ახლა არ მაქვს პასუხი. მომდევნო კვირაში გაიგებთ პასუხს. მომდევნო კვირაში ყველაფერი გაირკვევა".