პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მარუან ფელაინი მოხვდა. მიუხედავად "იუნაიტედის" ჩატარებული კიდევ ერთი უსახური მატჩისა, ბელგიელი ყველაზე პროდუქტიული იყო მოედანზე და გარდა გატანლი ერთი ბურთის, მას კიდევ შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა "ბორმუთელთა" მეკარე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.