გრემი: ფეხბურთთან გამომშვიდობება. უკვე ორი წელი გავიდა...
დევიდი: სწორედ ორი წელი გავიდა, დიახ.
გრემი: გასაგებია, რომ ფეხბურთი გენატრება, მაგრამ, ალბათ, შვებასაც გრძნობ, რადგან აღარ ცხოვრობ რეჟიმით...
დევიდი: ამას შვებას ვერ ვუწოდებდი, რადგან ძალიან გამიმართლა: ჩემი კარიერა 22 წელიწადს გაგრძელდა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ხელმძღვანელობის ქვეშ ვითამაშე. ჩემი კარიერა ხანგრძლივი იყო. ვერ ვიტყვი, რომ შვებას ვგრძნობ, უბრალოდ ვიცოდი, რომ დრო მოვიდა.
ჰიუ: გაქვს თუ არა დღეები... მაპატიე! უბრალოდ სპორტის გულშემატკივარი ვარ.
გრემი: მიდი-მიდი! გააგრძელე!
ჰიუ: გქონდა თუ არა ბოლო წლებში დღეები, როცა ფიქრობდი: "ჰმ, ხომ არ დავბრუდე?" ასეთი აზრები მოგდის?
დევიდი: დიახ, მომდევნო დღესვე ვკითხე საკუთარ თავს, მივიღე თუ არა სწორი გადაწყვეტილება. ახლა, როცა მსხვილ სპორტულ ღონისძიებას ვესწრები, ინგლისის ნაკრების მატჩებს ვუყურებ... იცი, თითოეულ კლუბში თამაში მომწონდა, მაგრამ ყველაზე მეტად ინგლისის ნაკრებში თამაში მენატრება. ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ. მიიღო კაპიტნის სამკლაური და ამდენჯერ იყო შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი - ეს არის ის, რაც მენატრება ყოველ... ნუ, ყოველდღე არა, მაგრამ მაშინ აუცილებლად, როცა ნაკრები მატჩებს ატარებს, დიდ ტურნირებზე მიდის. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს.
ჰიუ: ანუ, ახლა "ნორვიჩმა" რომ მოგმართოს...
(ყველა იცინის)
ჰიუ: კარგი, ჩავწეროთ "შეიძლება".
გრემი: მაგრამ ჯერ კიდევ ხარ ფეხბურთში, რადგან შენი შვილები თამაშობენ.
დევიდი: დიახ, თამაშობენ.
გრემი: მათზე შეიძლება, ზეწოლა იყოს. ვფიქრობ, ყველანი კარგები არიან. ვგონებ, ბრუკლინი ახლა...
დევიდი: ბრუკლინი, რომერო და კრუზი "არსენალის" აკადემიაში არიან.
ჰიუ: "ნორვიჩს" უკეთესი აკადემია აქვს!
გრემი: რომელიმე მატჩი განგისჯია?
დევიდი: "დიახ, მატჩი რომეოს მონაწილეობით. ის ყველაზე ემოციურია. "არას" როცა ვეუბნები, ქვედა ტუჩი უთრთის. მას მატჩი ჰქონდა, მსაჯი არ მოვიდა, მშობლები კი მე მიყურებდნენ... მოედანზე გავედი და შეხვედრის მსაჯი ვიყავი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, გუნდი 4-0 იგებდა, შემდეგ კი მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მოთამაშე ჩვენი კარისკენ წავიდა... "ჩვენი კარი" არ უნდა მეთქვა!
გრემი: უბრალოდ "კარისკენ"
დევიდი: და რომეომ ვარდნა განახორციელა, ბურთს ასცდა და ფეხბურთელი წააქცია. ეჭვგარეშე პენალტი. მე კი ვფიქრობ: "ო არა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მინდა!" ჩვენი ბიჭების მშობლებს გავხედე და იმათაც ასეთი (საყვარელი გამოხედვა) სახე აქვთ, მოწინააღმდეგეთა მშობლებს ვუყურებ და ისინი (მრისხანე გამომეტყველება). პენალტი უნდა დამენიშნა! ასეც მოვიქეცი, რომეო მიყურებს, ვხედავ, როგორც ადგება თვალებზე ცრემლი, ქვედა ტუჩი უთრთის. ბიჭი წინ გამოვიდა, პენალტი დაარტყა. არ უნდა ვამბობდე "საბედნიეროდ", მაგრამ მან ააცილა. ჩვენი გუნდი იმარჯვებს... რომეოს გუნდი იმარჯვებს, ის კი ჩემთან მოდის და მეუბნება: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთე მამიკო".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.