თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2015, 12:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2713,
კომენტარები: 9
ანრი: "თავდამსხმელს ნება უნდა მისცე და არა ვალდებულება"
ტიერი ანრი ვან გაალს აკრიტიკებს.
ანრი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს პრემიერ ლიგასა და ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგების გამო აკრიტიკებენ, თუმცა ესპერტებსა და ანალიტიკოსებს არც მისი გუნდის სათამაშო სტილი რჩებათ ყურადღების მიღმა.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ხუთჯერ ითამაშა მატჩი, რომელიც 0-0 დასრულდა და პრემიერ ლიგის ცხრილის პირველ ხუთ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა.

ტიერი ანრი აცხადებს, რომ ვან გაალი თავის შემტევ ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის მოედანზე თავისუფლებას არ ანიჭებს, რათა საგოლე მომენტები შექმნან და გოლები გაიტანონ.

"ვგონებ, ფეხბურთელებს არ მოსწონთ რაც ხდება. მხიარულება არ არის. ხანდახან თამაში კარგად აგებულია, მაგრამ ყველაფერი ზედმეტად, ჭარბად უმოძრაოა, ძალზედ განსაზღვრული.

შეტევის დასრულებით სტადიაში ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება უნდა მისცე. როგორც ჩანს, მათ ფრთებს აჭრიან. ასე მოხდა ანხელ დი მარიას შემთხვევაშიც. დიდებული იყო, როცა აქ გასულ წელს მოვიდა, შემდეგ კი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მას ავალებდნენ იმას, რასაც არ იყო მიჩვეული.

მესმის: ჰოლანდიური სტილი ნიშნავს, რომ გარკვეულ მომენტში გარკვეულ პოზიციაზე უნდა იყო, მაგრამ შეტევაში გენიოსობის გამოვლენის საშუალება უნდა მისცე ფეხბურთელს, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. მიმაჩნია, რომ ამის უნარი არ აქვთ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 12:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ ყველაფერში კი ვეთანხმები, როისაც ვეთანხმები, რომ რობეტებს გვანან.

თან მაგარი გაგვიმართლა, რომ ასეთი დარდუბალა სეზონია პრემიერ ლიგაში თორემ ჩელსისთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით ახლა.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2015 13:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ქლევერლი შეეყარა მთლიან გუნდს. წინა თამაში გრძელ პასებს მაინც აკეთებდნენ და მაგან რაღაც შედეგი დადო, ისე ოღონდ ბურთი არ დაკარგონ და კუთხურიდან დე ხეას უბრუნებენ
0
№3
ავტორი: red devil
16 დეკემბერი 2015 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მართლაც ესეა ტიპები რობოტები არიან
0
№4
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2015 14:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დავიჯერო, ლუი მიდგომას მაინც არ შეცვლის და თავისას გაიტანს ისევ? ხანდახან ხომ შეიძლება რაღაც აღიაროს, არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2015 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია რომ ესე აკრიტიკებენ ღაბაბას, იქნებ რაღაცას მიხვდეს და თამაშის სტილი ოდნავ მაინც შეცვალოს, მაგრამ მეეჭვება ეგ ვინმეს უსმენდეს areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
16 დეკემბერი 2015 18:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ზუსტად ახსნა ყველაფერი ანრიმ... ეს გამოვა მერე და დომინირებაზე დამიწყებს ლაპარაკს ამის ......
0
№7
ავტორი: ilker
16 დეკემბერი 2015 19:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ლუის არ ანაღვლებს და არც უნდა აინტერესებდეს ვინმეს აზრი. ეგაა მწვრთნელი და ვთვლი რო მასზე უკეთ არავინ იცის გუნდში არსებული სიტუაცია. ახალი გუნდს ქმნის ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რასაც დრო დასჭირდება. მე არ მინდა ახალი მწვრთნელი, მირჩევნია, ლუიმ დანერგოს თავისი ფილოსოფია, რაც შედეგს მოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავემსგავსებით სიტისა და ჩელსის, რომლებიც ტომრებით ყრიან ფულს და რამდენ მე წლიან წარმატებას აღწევენ. იუანიტედის წარმატების საიდუმლო ყოველთვის სტაბილურობა იყო, რასაც მიაღწევს ლუი
0
№8
ავტორი: UTD-Rule
16 დეკემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვერაფერს იტყვი, ყველაფერი ზუსტად ჩამოაყალიბა winked

ბოლო 2 წელია შეტევაში საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობთ და ამიტომაც სულ მეტოქის შეცდომების იმედზე ვართ.

რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
16 დეკემბერი 2015 22:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ilker,
შენი აზრით, კიდევ რამდენი წელი იქნება ლუი იუნაიტედის მწვრთნელი ? და რამდენი წელი დასჭირდება რო თავისი ფილოსოფია მოარგოს გუნდს ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top