გრემ სუნესი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების პრენტენდენტად არ თვლის.
ლუი ვან გაალის გუნდმა "ბორნმუთთან" გასვლით მატჩში ლიდერებთან მიახლოების შანსი დაკარგა და ახლა პირველ ადგილზე მყოფ "ლესტერ სიტის" 6 ქულით ჩამორჩება.
ეს წარუმატებლობა რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას ახლდა.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება, Sky Sports-ის ექსპერტი გრემ სუნესი თვლის, რომ "წითლებს" ტიტულის მოგება არ შეუძლიათ.
"ვფიქრობ, ტიტული მათთვის მიუწვდომელია. შეუძლიათ, ოთხეულში მოხვდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. ყველაფრის მიზეზი ფეხბურთია, რომელსაც აჩვენებენ - ან არც აჩვენებენ, - ამიტომაც აკრიტიკებენ მათ. როცა მნიშვნელოვან მატჩებს ატარებ, საკუთარ გუნდს უყურებ და ფიქრობ: "რაში ვართ სუსტები, რა არის ჩვენი სუსტი წერტილი".
ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც, შესაძლოა, უბრალოდ კარგები არიან იმისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბსა და მნიშვნელოვან მატჩებში ითამაშონ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიგოს "იუნაიტედმა" ჩემპიონატი.
ვფიქრობ, მათი იმედი წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით შემოიფარგლება. ისინი სამქულიან ჩამორჩენაზე მიუთითებენ, მაგრამ ჩამორჩენა სამი ქულა მხოლოდ იმიტომ არის, რომ გუნდები, რომელთაგან სტაბილურობას ელოდები, მას ვერ აჩვენებენ. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნაწილში "მანჩესტერ სიტი" სტაბილურობას აჩვენებს. თუ "არსენალი" კარგად იასპარეზებს, წინ გაჭრა შეუძლია".