"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმის ხაზის პრობლემის გადაჭრა გრძელდება.
"წითელი ეშმაკების" ნომინალურ თავდამსხმელთაგან ენტონი მარსიალი და უეინ რუნი შემორჩა კლუბს, ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი კი იჯარის წესით "ბრაიტონში" ასპარეზობს.
იტალიური გამოცემა ItaSportPress ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალი პრემიერ ლიგის გამოცდილ თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს შეიძენს, რომელმაც სეზონში 12 გოლი გაიტანა და ბოლო 6 შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.
"იუნაიტედი" ლუკაკუს თანაგუნდელის, ჯონ სტოუნსისა და მადრიდის "რეალის" შემტევის, ხამეს როდრიგესის შეძენასაც აპირებს.
ლუკაკუს ტრანსფერი "კანფეტებს" 28 მლნ. ფუნტი დაუჯდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "იუნაიტედს" მის შესაძენად დიდძალი თანხის გადახდა მოუწევს.