"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთვნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ რუნის იმაზე მეტის გამოტოვება მოუწევს ვიდრე ვარაუდობდნენ. ხალხისთვის ცნობილია, რომ უეინი ვარჯიშზე დაშავდა და სავარუდოდ 2-3 კვირას გამოტოვებდა.
მიუხედავად ყველაფრისა რუნიმ ვერ მოასწრო "ვესთ ჰემთან" დაბრუნება, მაგრამ საეჭვო გახდა მისი თამაში "ლივერპულთანაც". დღეს სერ ალექსმა დასძინა, რომ უეინი რამოდენიმე კვირაში დაბრუნდება. მომავალი მატCი კი "ლივერპულთან" 13_ში იმართება, ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ რუნი ვერც შემდეგ მატჩში დაბრუნდება.
"სერიოზული არაფერია, უბრალოდ აღსადგენად იმაზე მეტი დრო დასჭირდება ვიდრე ველოდით, სავარაუდოდ 2 კვირა. ის "ლივერპულთან" მზად არ იქნება"._განაცხადა სერ ალექსმა.