თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2015, 08:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5091,
კომენტარები: 10
"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე
ცოტა რამ "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქის შესახებ.
"მიდტიულანდი", პატარა დანიური კლუბი, რომელმაც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საუთჰემპტონს" სძლია, ამავე ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

კლუბი იმავე წელს დაარსდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტრებლი მოიგო - 1999 წელი.

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის 1/32 ფინალში "მიდტიულანდს" შეხვდება


"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

იაკობ პოულსენი და კიენ ჰანსენი "ბრიუგესთან" 1-1 ფრეს აღნიშნავენ, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გაიყვანა კლუბი.


კლუბის მფლობელმა, მეთიუ ბენჰემმა კონკურენტების დამარცხებითა და მომდევნო ეტაპზე გასვლით კარგი ფინანსური სარგებელი ნახა, ჩვენ კი გაგაცნობთ გუნდს, რომელსაც ლუი ვან გაალის შეგირდები დაუპირისპირდებიან.

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

მეთიუ ბენჰემი დანიური კლუბისა და ჩემპიონშიპის მკვიდრი "ბრენტფორდის" მფლობელია


ბენჰემი ასევე "ბრენტფორდის" მფლობელიცაა, სადაც იგივე ტიპის კლუბის შექმნას ცდილობს, თუმცა "მიდტიულანდი" წარმატებით განსხვავდება.

ყველაფერი ალგორითმისა და სტატისტიკური ანალიზის დამსახურებაა.

როგორ ახერხებენ ასეთი პატარა კლუბები ევროპის ლიგაზე პროგრესირებას?

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

"მანჩესტერ იუნაიტედი" დანიაში 18 თებერვალს გაფრინდება, ერთ კვირაში კი მეტოქეს სახლში მიიღებს


"მიდტიულანდი" აბსოლუტურად განსხვავებულ მაგალითს აჩვენებს საფეხბურთო კლუბის განვითარებისთვის.

კლუბის მდივანი რასმუს ანრექსენი მხოლოდ 30 წლის გახლავთ, მისი კარიერა კი მფლობელისთვის შეკითხვის დასმით დაიწყო, რომელიც ასე ჟღერდა: "რას დაემსგავსებოდა საფეხბურთო კლუბი, ადამიანს ყურები და თვალები რომ არ ჰქონოდა".

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე


დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ კლუბმა ტიტული გაცილებით ნაკლები ბიუჯეტით მოიგო, ვიდრე სხვა კლუბებს აქვთ, მათი მიღწევა უბრალოდ ზღაპრულია.

ანრექსენი ალბათ, ერთადერთი პროფესიონალი მდივანია რომელსაც ხელ-ფეხი "შეკრული" აქვს.

არიან ისევ კარგები?

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

ჯგუფიდან გასვლა ნიშნავს, რომ 1999 წლის შემდეგ ეს კლუბის საუკეთესო შედეგია


დანიის სუპერლიგაში გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "კოპენჰაგენს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა გუნდი მოქმედი ჩემპიონია.

ევროპის ლიგას რაც შეეხება, საკვალიფიკაციო ეტაპზე "საუთჰემპტონი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს, ჯგუფში კი, სადაც "ნაპოლი", "ბრიუგე" და "ლეგია" ასპარეზობდნენ, მეორე ადგილი დაიკავეს.

ვინ არის მწვრთნელი?


"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

მწვრთნელი ჯეს თორუპი ინგლისში უცნობია, დანიის 21-წლამდელთა ნაკრები კი კლუბის გაწვრთნის გამო მიატოვა


ჯეს თორუპს ინგლისში არ იცნობენ.

45 წლის მწვრთნელი ადრე დანიის სუპერლიგაში "ესბიერგს" წვრთნიდა, მოგვიანებით კი დანიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი "მიდტიულანდში" მუშაობის" გამო მიატოვა.

ყოფილი მწვრთნელი, გლენ რიდერსჰოლმი ზაფხულში გადააყენეს პოსტიდან, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს პირველი ჩემპიონობა მოუპოვა.

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

"მიდტიულანდის" ნახევარმცველმა, ტიმ სპარვმა განაცხადა, რომ "იუნაიტედთან" შეხვედრა სურდა.


"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

"არარეალურია! ნამდვილად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვითამაშებ. კლუბის, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ"

- ლეგენდის თანახმად, ჩვენს წინააღმდეგ გაიტან
- საეჭვოა. არასდროს გამაქვს :)


საუკეთესო ფეხბურთელი?

ამ სეზონში გამორჩეული არავინ ყოფილა.

ლიგაში საუკეთესო ბომბარდირები მორტენ რასმუსენი და მიკელ დიულენდი არიან, რომელთაც ოთხ-ოთხი გოლი აქვთ. "საუთჰემტპტონთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვებს გოლი სწორედ ფორვარდმა რასმუსენმა გაიტანა.

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე


მას ზედმეტსახელად "დანკანს" ეძახიან, რომელიც "ევერტონის" ყოფილი ფორვარდის, დანკან ფერგიუსონის სახელს უკავშირდება, თუმცა შოტლანდიელის გულშემატკივარი არ არის. სიმართლე ვთქვათ, მას საერთოდ არ ჰგავს.

რას დაუპირისპირდება "იუნაიტედი" გასვლით მატჩში?

"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე

"მიდტიულანდის" საშინაო არენა მხოლოდ 12 ათას მაყურებელს იტევს


"მიდტიულანდი" - რას წარმოადგენს "იუნაიტედის" ევროპელი მეტოქე


გასვლით სექტორს დიდი ადგილი არ დაეთმობა.

უეფა-ს წესების თანახმად, მასპინძელმა გუნდმა სტადიონის ტევადობის 5% სტუმარი გუნდის გულშემატკივარს უნდა დაუთმოს. ეს კი ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" მხოლოდ 600 ბილეთს მიიღებს.

"საუთჰემპტონმა" მხოლოდ 554 ბილეთი მიიღო, როცა ქალაქს ეწვია. ჰერნინგი, სადაც კლუბი თამაშობს, პატარა ქალაქია და 50 000 მაცხოვრებელზე ნაკლები ჰყავს.

ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ბარი და რესტორანია. ამინდი ცივი იქნება. თებერვალში საშუალო ტემპერატურა ორიდან სამ გრადუსამდე იქნება დღისით, ხოლო ღამით, მინუსში გადავა.

წყარო: dailymail
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
15 დეკემბერი 2015 09:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Karoche sadgac goris xela qalaqia da aba dila rames miaxwevss.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 09:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ევროტურნირებზე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ გუნდებს და მათ ქართული ფეხბურთის მისაბაძ მაგალითად განვიხილავ. ესენი კი, წარმომიდგენია როგორი მონდომებით ითამაშებენ და ჩვენც ხელს ნუ შევუწყობთ, ლუი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
15 დეკემბერი 2015 09:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
წარმოიდგინეთ, 1999 წელს შეიქმნა გუნდი და 15 წელში ევროპის ლიგაზე გავიდნენ... სად ვბანაობთ ამასობაში ქართველები? ყველაზე მაგრები რო ვართ ყველაფერში ?

თუმცა ამჯერად მოუწევს მიდტიულანს ჯგუფური ეტაპის გადალახვით დაკმაყოფილება და დაგვემშვიდობება თებერვალში...

მომავალში წარმატებებს ვუსურვებ
0
№4
ავტორი: ilker
15 დეკემბერი 2015 10:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
დინამოს უდიდესი ისტორია აქ. პირობებიც საუკეთესო, მარა რა ხეირი, გაბალები უგებენ.

ამ გუნდის მე-10-საც ვერ მივაღწიეთ
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2015 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია როცა ესეთი პატარა გუნდები წარმატებას აღწევენ საკლუბო ტურნირებში. საუთჰემტონს კი არა, ჩემპიონშიპის ბოლო ადგილოსან გუნდს რო შეახვედრო რომელიმე ქართული კლუბი იმასთანაც კი სამარცხვინოდ წააგებს.

ხოო მართლა, იმედია მიდტიულანდი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდეს ნაბიჯს გადადგავს წინ და მანჩესტერს გამოაგდებს ამ ტურნირიდან, რადგან აქ შემთხვევით ვართ და დიდი ხანი ამ ტურნირზე არ უნდა გავჩერდეთ winked
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 დეკემბერი 2015 13:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან მაგარი სტატია იყო ვერც წარმოვიდგენდი ასე პატარა ისტორიის მქონე კლუბი ფულის და შეიხების გარეშე ამ დონემდე თუ გაიქაჩებოდა წარმატებებს ვუსურვებ და იმედია ხელს არ შევუშლით ამ წარმატების მიღწევაში :)
0
№7
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2015 16:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამაგალითოა ეს კლუბი და სამწუხაროა ამათ რო შეხვდა. როგორ ვუსურვო წინსვლა მანჩესტერთან თორე ეგ გამიხარდებოდა, იმსახურებენ ამას. თუმცა ესეც დიდი წინსვლაა
0
№8
ავტორი: love united
15 დეკემბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვან გაალ შე ცენზურაო სადაა რომ ვთამაშობთ :/
იმედია ძირითადს არ დააყენებს აქ და ბავშვებს ათამაშებს.
0
№9
ავტორი: Mufc7
16 დეკემბერი 2015 00:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
abrama,
გორი ცოტა დიდია კიდე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 12:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლესტერის ჩემპიონობას ვქომაგობ და ამათი ლიგაზე გასვლას love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top