დიდხანს ვიფიქრე შაბათის საღამოსა და ამ იმედგაცრუების კვირას თქვენთვის სათქმელ სიტყვებზე.
ვიცი, რომ ამის წაკითხვა არ გინდათ, რომ ახლა სიტყვები საკმარისი არ არის. და გეთანხმებით. ჩემთვის წერა რთულია, როცა მხოლოდ ის მინდა, რომ უახლოესი მატჩი რაც შეიძლება მალე მოვიდეს. მაგრამ ყველაფერი გაივლის და არც ეს ცუდი პერიოდია გამონაკლისი.
როცა "ბორნმუთიდან" სახლში ვბრუნდებოდით, მხოლოდ მარცხის მწუხარებაზე ვფიქრობდი, იმათ იმედგაცრუებაზე, ვინც ჩვენთან მოვიდა, ვინც ჩვენს მატჩს ტელევიზიით უყურებდა, ვინც გერმანიაში იყო ჩვენთან ერთად... და გაბრაზების ბედნიერებად ქცევა მხოლოდ კარგ შედეგებს შეუძლიათ, სიტყვებს- არა. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები კარგად ვერ გაგრძნობინებთ თავს, მაგრამ ახლა სწორედ ეს უნდა გითხრათ: მხარდაჭერა, რომელსაც თქვენ გვაჩვენებთ, ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდის. თქვენ ხდით ამ კლუბს განსაკუთრებულს.
უკეთესი დღეები მოვა, დარწმუნებული ვარ ამაში და ორშაბათს უკეთესი სულიერი მდგომარეობით დავიწყებთ.
გმადლობ, რომ ჩვენ გვერდით ხართ.
გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.