დღეს ევროპის ლიგის კენჭისყრა შედგება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო ევროპელი მეტოქე ორშაბათს გაირკვევა, როცა ევროპის ლიგის 1/32 ფინალის კენჭისყრა გაიმართება.
"იუნაიტედს" 16 პოტენციური მეტოქე ჰყავს, რომელთა შორის გარი ნევილის "ვალენსია" და ადნან იანუზაის დორტმუნდის "ბორუსიაც" არიან. ოთხ სავარაუდო მეტოქეს, რომელიც ასევე შეიძლება შეხვდეს "იუნაიტედს", "წითელი ეშმაკები" არასდროს დაპირისპირებიან - "აუგსბურგი", "მიდტიულანდი", "სევილია" და "სიონი".
უეფა-ს წესების თანახმად, ევროპის ლიგის 12 ჯგუფის გამარჯვებულსა და ჩემპიონთა ლიგის ოთხ საუკეთესო მესამე ადგილოსანს - რომელთაგან ერთ-ერთი "იუნაიტედია" - დაუპირისპირდება ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 12 მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 დარჩენილი მესამე ადგილოსანი.
ერთი და იმავე ქვეყნების გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ასე რომ, "იუნაიტედი" "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" ვერ დაუპირისპირდება (იგივე წესი 1/16 ფინალშიც მოქმედებს). ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნები პირველ მატჩს გასვლაზე გამართავენ, რომელიც 2016 წლის 18 თებერვალს შედგება, საპასუხო შეხვედრა კი ერთ კვირაში მათ საშინაო სტადიონზე.
უეფა-ს ევროპის ლიგა - 32 გუნდი- კენჭისყრის დრო: 16:00, ორშაბათი, 14 დეკემბერი, 2015 წელი.
- "იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები: "ანდერლეხტი", "აუგსბურგი", "ბორუსია დორტმუნდი", "ფენერბაჰჩე", "ფიორენტინა", "გალათასარაი", "მარსელი", "მიდტიულანდი", "სევილია", "სენტ-ეტიენი", "შახტარ დონეცკი", "სიონი", "სპარტა პრაღა", "სპორტინგ ლისაბონი", "ვალენსია", "ვილიარეალი".
- მატჩების განრიგი: პირველი მატჩი - ხუთშაბათი, 18 თებერვალი, მეორე მატჩი - ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2016 წ.
წყარო:
manutd.com