ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ, ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაგან ექვსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი.
მანჩესტერელთაგან ოცნების გუნდში გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი და უეინ რუნი მოხვდნენ.
საუკეთესო თერთმეტეულში ასევე მოხვდა "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტი, სტივენ ჯერარდი "ლივერპულიდან" და ლონდონის "ჩელსის" 2 ფეხბურთელი- ფრენკ ლამპარდი ეშლი კოულთან ერთად.
ლონდონის "არსენალის" ფანებისდა სამწუხაროდ, რონალდინიოს საუკეთესო თერთმეტეულში "არსენალის" არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა, როგორც ლეგენდებიდან, ასევე მოქმედი ფეხბურთელებიდან.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.