თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2015, 13:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2909,
კომენტარები: 6
"ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ - შრომა გახლავთ"
მაიკლ კერიკი გუნდის წარუმატებლობის შესახებ.
მაიკლ კერიკი "ბორნმუთთან" მისი გუნდის დამარცხების გამართლებას არ ცდილობს. გამოცდილი ნახევარმცველი თვლის, რომ "წითელმა ეშმაკებმა" რთულ ვითარებაში ერთად დგომა უნდა მოახერხონ.

"ვიტალიტი სტედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ჯუნიორ სტანისლასმა გახსნა ანგარიში, რასაც მარუან ფელაინიმ ანგარიშის გამათანაბრებელი გოლით უპასუხა, თუმცა "იუნაიტედმა" ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ჯოშუა კინგის გოლის შემდეგ ბორნმუთი უქულოდ დატოვა.

ბოლო კვირაში ჩატარებულ სამ მატჩში ლუი ვან გაალის გუნდი ორჯერ დამარცხდა და არც ერთხელ მოუპოვებია გამარჯვება, ჩემპიონთა ლიგაზე წაგება კი კლუბს ტურნირის დატოვებად დაუჯდა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ეს კვირის ყველაზე ცუდი დასასრულია. დღეს წინა მარცხზე რეაქციის ჩვენება გვინდოდა. მაგრამ ვერც ახლა გავართვით თავი სტანდარტულებს. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტი, მაგრამ მნიშვნელოვანი მხოლოდ მატჩის საბოლოო ანგარიშია და სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ასე რომ, ასეთია ძალიან სამწუხარო კვირის დასასრული",
- განაცხადა კერიკმა.

"იუნაიტედის" დახმარებას მატჩში რვა ტრავმირებული ფეხბურთელი ვერ ახერხებდა, მატჩის მიმდინარეობისას კი ჯესი ლინგარდიც დაშავდა. ბასტიან შვაინშტაიგერი დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა, თუმცა კერიკი არ აპირებს ყველაფრის ტრავმებისთვის დაბრალებას.

"შემიძლია, გასამართლებელი მიზეზი მოვძებნო, მაგრამ ტრავმები ყოველთვის არსებობს და მათთან გამკლავება უნდა შეგვეძლოს. ამისთვის დიდი შემადგენლობა გვყავს და იმიტომაც ვართ კლუბი, რომ სეზონის მიმდინარეობისას ტრავმები აუცილებლად გექნება, ეს ფეხბურთის ნაწილია. ადვილი არ არის, მაგრამ ასეთ სიტუაციებში უნდა გამოხვიდე, თამაში აჩვენო და გაიმარჯვო. რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ ეს".

ახლა მთელი ყურადღება "ნორვიჩ სიტისთან" მატჩზეა გადატანილი და კერიკი აღიარებს, რომ ეს მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. "ერთადერთი, რაც ახლა შეიძლება გავაკეთოთ - ერთად დგომა, სავარჯიშო მოედანზე დაბრუნება, თავდადებით შრომა და მომდევნო კვირას კლასის ჩვენება გახლავთ. ეს ერთადერთი საშუალებაა მოედანზე გასვლისას გამოსასწორებლად. შეგვიძლია, ეს ყველაფერი დიდხანს განვიხილოთ, მაგრამ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია და მისი მოპოვება მომდევნო კვირიდანვე უნდა დავიწყოთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2015 15:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბორნმუთთან მოგება და წინ წაწევა კიდე რაღაც მუხტს მოიტანდა მაგრამ ზედიზედ მეორე წაგება თან ესეტ მატჩებში ყველაზე ცუდი სტარტია. ამდენი ტრავმირებულის ფოონზე ოთხეულის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ტოტენჰემმა ორჯერ აჩუქა შანსი, ლივერპულმაც ვერ მოიგო თორე აქამდე დაკარგავდნენ ადგილს
0
№2
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2015 15:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნორვიჩთანაც არამგონია დიდი რამე გაკეთდეს მაქსიმუმ 1-0 მოვუგებთ ეგეც მათი შეცდომით
0
№3
ავტორი: Count Alucard
14 დეკემბერი 2015 18:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შრომა აუცილებელია, მაგრამ რაღაცის შეცვლაა აუცილებელი, ხომ ხედავენ რომ იმ მეთოდით რომლითაც ვარჯოშობენ და თამაშობენ არაფერი გამოდის...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2015 18:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე ძალიანაც ნუ იშრომებთ, რომ ვარჯიშების მერე ტრავმირებულები დაგვემატნონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 დეკემბერი 2015 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შრომა კარგია, მაგრამ სანამ ვან გაალია მწვრთნელი სამწუხაროდ არაფერი გვეშველება.
0
№6
ავტორი: temo-scholes
16 დეკემბერი 2015 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვახო ( G G M U),
+1 gaxveton da gaitanon es holandiuri nagavi ra...!:> ras shvebian es ufrosoba sanam bolomde ar moklaven gundis suls manamde eg nabichvari unda iyos gundshi??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top