თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2015, 14:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 9
"გუნდის შედეგები ტრავმების ბრალია"
ჯეიმი რედნაპი გუნდის მდგომარეობის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით კარგი თამაში უნდა დაიწყონ და უეინ რუნის დაბრუნება პრობლემის გადაჭრის გარანტია არ იქნება - განაცხადა ჯეიმი რედნაპმა.

"იუნაიტედი" გასვლაზე "ბორნმუთთან" 2-1 დამარცხდა, რითაც ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. "წითელ ეშმაკებს" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში არ მოუპოვებიათ გამარჯვება.

მაგრამ, სანამ ვან გაალს აკრიტიკებენ, Sky sports-ის ექსპერტი ჯეიმი რედნაპი ყველაფერს ფეხბურთელებს და გუნდის მდგომარეობას აბრალებს.

"მათ მიმართ დღეს ელემენტარულ სიმპათიას ვგრძნობ. ვან გაალთან სამართლიანი რომ ვიყო, მის გუნდს ისეთი ტრავმირებულები ჰყავს, როგორიც უეინ რუნია.

მაგრამ რუნის დაბრუნების შემთხვევაშიც კი ბევრი მოეთხოვება მას. ის უნდა დაუბრუნდეს იმავე დონეს, რომელსაც ერთი-ორი წლის წინ აჩვენებდა. ლუი ვან გაალის კრიტიკას კი ბევრი ფეხბურთელი ეფარება.

ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგეს და ეს კარგი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ბევრი ისეთი მატჩია, რომელშიც ვერც გოლს იტანენ, ვერც იმარჯვებენ, მაგალითად, "ვესტ ჰემთან" მატჩი.

წინ რამდენიმე მატჩი აქვთ, რომელშიც ქულების აღებას უნდა ელოდნენ, რადგან წელს ვის სურს ტიტულის მოგება, ნამდვილად ვერ ვხვდები",
- განაცხადა რედნაპმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
13 დეკემბერი 2015 14:47
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
http://fci.ge/36109-baieri-leverkuzeni-50-borusia-m-bundesliga-video-mimokhilva.
html

ეს ლინკი ვანგაალს ანახეთ,ჩიჩარიტოს თამაშია. ფერგი შტერი კი არ იყო,ეს რო იყიდა. 11 გოლი აქვს ტიპს უკვე გატანილი,11 სულ არ გაუტანია მთელ გუნდს ამ სეზონში. აი როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი და როგორ უნდა ასრულებდეს. ამ ბიჭს ალღო არასდროს არ აკლდა,ეს ის ოქროს ბიჭუნაა,რომელიც საოცარ ქამბექებს თავაზობდა გულშემატკივარს. ფორვარდის პრობლემა საერთოდ არქონდა გუნდს. რუნი,ვანპერსის საოცარი დუეტი და ჩიჩარიტო ზამენაზე. ახლა იყოს მარტიალის იმედად. გაუშვეს ფორვარდები და მევთქვი მოიყვანენ თავდამსხმელს.ტრანსფერის ბოლო საათზე მარტიალი იყიდეს ტიპებმა.
0
№2
ავტორი: გაბადაძე
13 დეკემბერი 2015 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ლიდერი არ გვყვს ლიდერი რომელიც ადგება და თავის თავზე აიღებს თამაშს,კაცს რო იანგის შემოსვლა მოგენატრება, ჯექსონი საშინელება იყო გუშინ წინ გარბოდა და ავიწყდებოდა რა ევალებოდა და ის რომ დაცვაში იყო გამწესებული, მერე კიდე უკან ვეგარ ასწრებდა ჩამოსვლას , არც მაკნეირი იყო მაგაზე კაია ტიპს მაჩალკასავით ხარობდენ, ერთადერთი ბლინდი იყო რომელიც ცოტა საიმედოდ თამაშობდა, ვერ მივხვდი ჯონსის შემოსვლის არსს, ანგარიშის შესანარჩუნებლად შემოიყვანა? ან თავიდანვე რატო არ დააწყებინა? ან მაგას ან შნეიდერლინს, ლინგარდი გავიდა და ფლანგიც ჩაკვტა, არ წყვეტს ვარკვლავებს მარა ცდილობს გამწვავებას და დაცვაშიც ხშირად ჩამოდის,ნუ ტრამვებმაც თავისი ქნეს მარა ბორმუთისთვის ამ შემადგენლობითაც უნდა შეგეძლოს მოგება ,აღარ ვიცი რა გვეშველება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2015 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტრამვირებულები როცა არ გვყავდა ხო რას ლაპარაკობ დაფრინავდა გუნდი რაა areyoukiddingme

ასეა თუ ისეა 90 პროცენტი შედეგებისა მაინც ვან გაალის ბრალია. მისი "დამსახურებაა" სწორედ ის, რომ გუნდი ბურთის ფლობაზე და დაცვაზე უფრო აკეთებს აქცენტს ვიდრე შეტევაზე, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვეღარც ბურთი უჭირავთ და ფრეებიც უკვე სანატრელი გაგვიხდა ( თუმცა ნულით-ნულს ისევ წაგება მირჩევნია მე პირადად, რადგან ესეთი თამაშით ოთხეულის ღირსები ნაღდად არა ვართ ) derpwhy
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 დეკემბერი 2015 16:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა ყველაზე კარგი კალენდარი გვქონდა, პირველი უნდა გენაღდებინატ მაგრამ ოთხეულიც სანატრელი გვექნება. რა მატჩებში კარგავენ ქულებს რა ტრავმები areyoukiddingme
0
№5
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 18:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვოლფსბურგთან მატჩის წინ მოდევნო ექვსი მატჩის ფოტოზე კითხვა დავსვი, რამდენს მოიგებენ თქვენი აზრით-მეთქი, სამი ჩავატარეთ და არც ერთი არ მოგვიგია ჯერ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Best 7
13 დეკემბერი 2015 21:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ზამთრის შემდეგ თუ არაფერი შეიცვალა მაშინ 100% დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს კაცი უქნარაა
0
№7
ავტორი: ViDa
13 დეკემბერი 2015 21:16
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ლუიმ შემტევები რომ გაყიდა. ნანი, პერსი და ჩიჩა მოისროლა კაპიკებში და იანგი-ფელაინი დაიტოვა. დღეს გუნდს სკამი კი არა შემადგენლობაც არ ყავს, ლიდერი აკლია, რომელიც გუნდს წაიყვანს და თუნდაც მარცხის დროს ფეხბურთელებს გამოაფხიზლებს. რუნი ასეთი უკვე დიდი ხანი არ არი.

დიდი ტრანსფერების იმედი ჰქონდა და ალბათ მაგიტო გაყიდა ყველა შემტევი, მაგრამ საბოლოოდ კი დარჩა ჰაერზე. ახვა ახსნას ვერ ვუნახავ ამ საქციელს :)

ფიფას ხო არ თამაშობს ყველას რო ყიდი და ახალგაზრდებით რომ იგებ ტურნირებს დამწყების დონეზე?))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: Mufc7
13 დეკემბერი 2015 22:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წინ კია რამდენიმე ისეთი მატჩი, სადაც ქულების აღებას წესით უნდა ველოდეთ, მაგრამ ვაი, რომ ამ ლოდინს იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2015 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ კაცის ხელში არაფრის იმედი არ მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top